• რეკლამა
  • კონტაქტი
18:38, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე დამპყრობლების ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება, გადაიზარდოს მორიგ პლანეტარულ ეკოლოგიურ კატასტროფაში

ალია ავტორი - ალია
23:25 02-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკვე მეორე დღეა, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალს აკავებენ და როტაციის საშუალებას არ აძლევენ. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზზე დაყრდნობით იტყობინება.

„ოკუპანტები უკვე მეორე დღეა, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალს აკავებენ და ტექნიკური უსაფრთხოების წესებით გათვალისწინებული როტაციის საშუალებას არ აძლევენ. სადგურის აღება და იქ ნებისმიერი ტიპის სამხედრო ოპერაციების ჩატარება მეორე ჩერნობილის გამეორების საფრტხითაა სავსე, რომლისგანაც ევროპა ჯერ კიდევ იკურნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებით გამოწვეული ნიადაგის ზედა ფენის დარღვევის გამო, უკვე დაფიქსირებულია გამა-გამოსხივების საკონტროლო დონეების გადაჭარბება გამორიცხვის ზონაში.

„ამჟამად, მთელი პასუხისმგებლობა ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებაზე, ობიექტის მდგომარეობასა და გამორიცხვის ზონაში სიტუაციის შემდგომ განვითარებაზე ეკისრება დამპყრობლებს“, – განაცხადეს უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში.

მათივე თქმით: „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხე დღეს ევროპისთვის, რადგან ჰიბრიდული ომის დროს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე დამპყრობლების ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება, გადაიზარდოს მორიგ პლანეტარულ ეკოლოგიურ კატასტროფაში“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved