• რეკლამა
  • კონტაქტი
02:31, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩემთვის თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
12:44 06-02-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, საქართველოს გამარჯვება ერთიანობაში, ერთად დგომაშია და გარკვეულმა პარტიულმა, რადიკალურმა განცხადებებმა ერთობა არ უნდა დააზიანოს.

ვაშაძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას, არამედ მთავარია ის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც ყველამ ერთად უნდა დაიწყოს საქართველოში.

„პირდაპირ გეუბნებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ და არ დავუშვებ ერთიანობის დარღვევას, რადგან გამარჯვება სწორედ არის ერთიანობაში, ძალა არის ერთიანობაში. ჩვენ მტერს ყველაზე მეტად აშინებს ჩვენი ერთიანობა. მე ვსაუბრობ, როგორც ძალა ერთობაშიას, როგორც ერთიანი ბლოკის ერთიანობაზე, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება, თუ კიდევ უფრო გაფართოვდება და მეტი პოლიტიკური ჯგუფი შემოუერთდება. ასევე ვსაუბრობ ოპოზიციის თანამშრომლობაზე, იქნება ეს მაჟორიტარული ოლქების კუთხით, არჩევნების გაყალბების კუთხით, რადგან 8 მარტს რასაც მივაღწიეთ, მივაღწიეთ სწორედ ოპოზიციის ერთიანობით.

2018 წელს, როცა ჩვენ არჩევნების პირველ ტურში გავიმარჯვეთ, გავიმარჯვეთ სწორედ ერთიანი ძალისხმევით, გაერთიანების იდეით. აქედან გამომდინარე, პირდაპირ ვამბობ, რომ პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი კულუარული გადაწყვეტილებების და ყოველთვის მომხრე ვიყავი საჯაროობის აბსოლუტურად ყველა საკითხთან მიმართებაში.

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას და პოზიციას, ჩემთვის პირადად, – სტრაგეგია აღმანეშებლის გუნდისთვის, მთავარია ის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც უნდა დავიწყოთ ყველამ ერთად საქართველოში, რომ ამ უზარმაზრი პრობლემებიდან გამოვიყვანოთ ქვეყანა“,- განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ პრემიერობის საკითხს, ვაშაძე ამბობს, რომ რადიკალური განცხადებები მისთვის გასაკვირი იყო.

„რაც შეეხება პრემიერობის საკითხს, გულწრფელად გეტყვით, გუშინ ძალიან გამიკვირდა რადიკალური განცხადებები. ერთი მხრივ საუბარია, რომ არ განგვიხილავს, მეორე მხრივ რადიკალური განცხადებები. მე, ხალხნო, ჩემი კანდიდატურა არ დამიყენებია ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში პრემიერობაზე, ეს იყო გარკვეული მოსაზრებები ადამიანების, რომლებმაც გამოთქვეს ამასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხე მინდა, ყველას ვუთხრა და დავამშვიდო, რომ ვერც ერთ შემთხვევაში დისონანსს, თუნდაც ასეთი განცხადებები ვერ შეიტანს ერთობაში, რადგან საქართველოს გამარჯვება არის ერთიანობაში, ერთად დგომაში, ძალაში, რომელიც უნდა გავაერთიანოთ და ერთიანი გზით წავიდეთ“,- აღნიშნა ვაშაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ძალა ერთობაშია, პოლიტიკურ ბლოკს აუცილებლად უნდა ყავდეს პრემიერობის კანდიდატი.

„და აუცილებლად უნდა დაასახელოს გუნდიც, რადგან ხალხი ხმას აძლევს კონკრეტულ დაპირებებზე პასუხისმგებელ ადამიანებსაც მათ შორის“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved