ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მისი თანაშემწის დაინფიცირების შანსი ძალიან დაბალია, რადგან იგი უკვე თვითიზოლაციაში იყო მაშინ, როცა მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
“ჩემთან მიმართებაში საშიში არ არის”- აცხადებს ტიკარაძე და დასძენს, რომ არც მას და არც სხვებს საფრთხე არ ემუქრებათ.
“მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ პრევენციული ღონისძიებები და თანაშემწე უკვე ერთი კვირაა აღარ იმყოფება სამინისტროში. ეს გვაძლევს საფუძველს იმედი გვქონდეს, რომ მასაც არ დაუფიქსირდება. თუმცა, ჩვენ პრევენციულად ჩავუტარეთ მას ტესტი, რომელიც იყო ნეგატიური კორონავირუსზე”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
კომენტარები