• რეკლამა
  • კონტაქტი
07:58, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩემს ანგარიშზე 40 000 ლარი დაირიცხა, არადა ჩემი ხელფასი 1600 ლარი გახლდათ. მხოლოდ მე გავაპროტესტე 40 000-იანი პრემიები“ – ლალი მოროშკინა

ალია ავტორი - ალია
12:14 03-07-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,703

პიარსპეციალისტი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს:

“მოკლედ აქ, ფრენდებში ათიოდე სუბიექტი მყავს.ბატონი ბიძინა რომ გამოჩნდა სარბიელზე,გამწარებულები ცდილობდნენ მასთან კომუნიკაციას.

ის კარებს უკეტავდა, ესენი ფანჯრიდან ლამობდნენ შეღწევას, ის აიგნორებდა, ესენი ხან დაცვას ეკურკურებოდნენ, ხან აქ ოდებს უძღვნიდნენ,აქაოდა ივანიშვილი სოც.ქსელს ადევნებს თვალ- ყურსო და ლაიქებს ითვლისო, ჰოდა მიდიოდა ისტერიული დოღი და რბოლა ვინ დაასწრებდა მაამებლური პოსტის დალაიქებას.

გამოხდა ხანი, ქალიან-კაციანად საკმაოდ მსუყე პოზიციები დაირიგეს “ოცნებაში” და როდესაც ჩემი სასჯელაღსრულების მრჩევლად დანიშვნის საკითხი დადგა აი მაშინ ერთმანეთს ასწრებდნენ, რაიმე საზიზღრობა ეთქვათ, თუმცა ამაოდ…

ფაშისტური რეჟიმის დილეგების დაკეტვის, 24 საათიან რეჟიმში პატიმრებთან მუშაობის, სისტემის გაადამიანურების ორი წლის თავზე, ჰოი საოცრებავ!

ჩემს ანგარიშზე, ისევე როგორც მთელი სასჯელაღსრულების ხელმძღვანელობის 40.000 ლარი დაირიცხა.

არადა ჩემი ხელფასი 1600 ლარი გახლდათ.

მხოლოდ მე გავაპროტესტე 40.000-იანი პრემიები და ზოგიერთი “მეოცნების” ზღვარგადასული მადა.

ისევ აუტალახეს ივანიშვილს სახლის ზღურბლი,-აქაოდა, ხომ გეუბნებოდით ამ ქალმა გუნდური თამაში არ იცისო…მე სტრასბურგს გავეშურე..მაშინ ბატონმა ბიძინამ ჩემი მხარე დაიჭირა, სახელმწიფოში დადგინდა პრემიულების ზღვრული,ხოლო ყველა აღვირახსნილი ჩინოვნიკი სახლში გაუშვეს.

ხოდაა….აი კვლავ გამოხდა ხანი.

ის, ოდესღაც თავზე ვაზელინიანი, უთავმოყვარეო ელემენტები, ახლა ამუნათებენ მთავრობის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, დაუფარავად ერჩიან პრემიერს, ღვარძლით და ბოღმით ავსებენ სოც.ქსელებს და მედიას, ხვდებიან რომ გარდასულ დღეთა წყალობას ვეღარ ეღირსებიან და საბოლოოდ კასრის ვირთხებად იქცნენ.

აღარ იციან როგორ ჩამოაქციონ სახელმწიფო და ამით გაამართლონ საკუთარი გარიყული მდგომარეობა.

ბევრზე ისეთი კომპრომატი დევს, წესით სამუდამოდ უნდა დადუმებულიყვნენ, მაგრამ მათში მოკალათებული და გაჯეჯილებული ბოროტი სული, არ ასვენებთ..

მე არ მჩვევია პაიკებთან ბრძოლა.

დაველოდები როდის გადახრავთ სავირთხეთში ერთმანეთს და ვირთხის ლიდერს წავაგდებინებ თავს!

და ეს წვიმაც ვერ წაგიშლით ბინძურ ნაკვალევს.

P.S. ხო, არ დამავიწყდეს, თქვენზე გაცილებით ღირსეულად იქცევიან ჩემს ფრენდებში მყოფი ნაცები.

ისინი ერთ პოზიციაზე იყვნენ და არიან!”, – წერს მოროშკინა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved