სააკაშვილის უსასტიკესი რეჟიმის მიერ შეკრებითობის პრინციპი რომ დაეტოვებინა „ქართულ ოცნებას“, დღეს 36 წელი მიესჯებოდა ამ არსებას, რომელიც ახლა თითქოს შიმშილობს, – ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ყაველაშვილმა, “დროას” ლიდერს, ელენე ხოშტარიას მიმართა და შიმშილობის შეწყვეტა ურჩია.
ჩემო ძვირფასო. ელენეს მინდა, მივმართო, ყველას გვჯერა, რომ შენ შეგიძლია, რომ თავგანწირვა გამოიჩინო და შიმშილობ, მაგრამ არ ღირს ამ ადამიანებისთვის თავგანწირვა და საქართველოში არ უკვირთ არც მსხვერპლშეწირვა და არც თავგანწირვა, – თქვა ყაველაშვილმა.
კომენტარები