• რეკლამა
  • კონტაქტი
06:59, ოთხშაბათი, 4 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩაკეტეთ ისე, რომ ბუზმაც არ გაიფრინოს” – პუტინმა “აზოვსტალზე” შტურმის ბრძანება გააუქმა

ალია ავტორი - ალია
12:39 04-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
941

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას, მარიუპოლში, “აზოვსტალის” ქარხანაზე შტურმს მიზანშეუწონელი უწოდა და მისი გაუქმების ბრძანება გასცა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია Tass-ი ავრცელებს.

“მიმაჩნია, რომ შემოთავაზებული შტურმი ინდუსტრიულ ზონაზე მიზანშეუწონელია. ვბრძანებ, გაუქმდეს”, – მიმართა პუტინმა შოიგუს, რაზეც მინისტრმა უპასუხა “შესრულებული იქნება”.

Tass-ის ცნობით, პუტინმა ეს გადაწყვეტილება რუსი სამხედროების “სიცოცხლის დაცვით” ახსნა.

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე. არ არის საჭირო ამ კატაკომბებში ჩასვლა და სეირნობა. ჩაკეტეთ ეს ტერიტორია ისე, რომ ბუზმაც არ გაიფრინოს”, – უბრძანა პუტინმა შოიგუს.

მან მინისტრს ასევე დაავალა, კიდევ ერთხელ მოუწოდოს უკრაინელებს იარაღის დაყრისკენ:

“რუსული მხარე მათ საერთაშორისო სამართლებრივი აქტების შესაბამისად სიცოცხლისა და ღირსეული მკურნალობის გარანტიას აძლევს. ყველა დაშავებულს გაეწევა კვალიფიციური სამედიცინო დახმარება”, – აღნიშნა პუტინმა.

თავის მხრივ, შოიგუმ პუტინს უთხრა, რომ მარიუპოლი “სრული კონტროლის ქვეშაა” და “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე მებრძოლები უსაფრთხოდ არიან.

ცნობისთვის, აზოვის ბატალიონსა და აზოვსტალის ბუნკერში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებზე საჰაერო იერიში მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. განგაშის სიგნალები ისმოდა, ლუგანსკსა და დონეცკში, დაიბომბა ნიკოლაევიც, სადაც თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ახალი ამბები

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

16:50 02-03-2026
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

14:37 02-03-2026
თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

11:23 02-03-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved