აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) კვლევის თანახმად, Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინების გამაძლიერებელი დოზის ეფექტურობა 4 თვეში მცირდება, თუმცა კვლავ უზრუნველყოფს არსებით დაცვას ჰოსპიტალიზაციისგან.
კვლევამ აჩვენა, რომ გამაძლიერებელი დოზის ეფექტურობა „ომიკრონი“ ვარიანტით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ მესამე დოზის მიღებიდან ორი თვის თავზე 91%-ს შეადგენდა, თუმცა ოთხი თვის შემდეგ 78%-მდე შემცირდა.
გარდა ამისა, ოთხი თვის შემდეგ, გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ვიზიტებისგან დაცვა 87%-დან 66%-მდე შემცირდა.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ვაქცინის ეფექტურობა სამი დოზის შემდეგ უფრო მაღალია, ვიდრე ორი დოზის შემდეგ.
კომენტარები