• რეკლამა
  • კონტაქტი
23:10, შაბათი, 12 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

C ჰეპატიტის შემდეგ სიმსივნე – ირაკლი იმნაიშვილი ცხოვრების უმძიმეს პერიოდზე

ალია ავტორი - ალია
12:17 06-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

„რუსთავი 2“-ის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი იმნაიშვილი გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მისი ცხოვრების უმძიმეს პერიოდზე საუბრობს.

ირაკლის ცხოვრებაში მძიმე პერიოდი იყო, მას 2006 წელს C ჰეპატიტის დიაგნოზი დაუსვეს.

„მაშინ ეს დაავადება უცნობი იყო. ერთ-ერთმა ექიმმა თქვა, რომ C ჰეპატიტის სირთულის გამო მაქვს დარჩენილი 3-დან 6 თვემდე. მძიმე მოსასმენი იყო. მერე მივედით ელზა ვაშაკიძესთან და მისი პასუხი იყო, რომ სიტუაცია რთულია, მაგრამ მართვადი. მაქვს ეჭვი, რომ სტომატოლოგიურ კლინიკაში დავინფიცირდი.

ავადმყოფობის სივერაგე იმაში მდგომარეობს, რომ სიმპტომი არ გაქვს. რომ არ დაწყებულიყო რუტინული კვლევა, C ჰეპატიტი განაგრძობდა განვითარებას.

52 ნემსი გავიკეთე, 1 წელი გაგრძელდა. ძალიან მძიმე გვერდითი მოვლენები ჰქონდა. ნემსს მოჰყვებოდა თავისი ანოტაცია. იწვევს მძიმე ქიმიურ დეპრესიას, რასაც მოსდევს თვითმკვლელობის მცდელობები, ხოლო შემდეგ აბზაცში წერია, რომ იყო თვითმკვლელობის ფაქტები.

ჩავთვალე, რომ მე არ უნდა გამომეყენებინა ანტიდეპრესანტები, რასაც მოჰყვა უმძიმესი ქიმიური დეპრესია, ამ სიმძიმეს თან დაერთო, რომ მე ჩემი ადგილის დამკვიდრებას ვცდილობდი ლონდონში, ერთ-ერთი მედიაკომპანიაში.

ლონდონში ცხოვრობს ელისაბედ ჩაჩხიანი, რომელმაც შეგვიფარა. მის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ეს ყველაფერი. საუკეთესო სოკოს სუპს აკეთებდა, გემო მქონდა დაკარგული, მახსოვდა მისი გემო. ამ წვნიანის ჭამის დროს ვნახე, როგორ დამეწყო თმის ცვენა. სხვები უფრო ისტრესებოდნენ, ვიდრე მე. 52 ნემსით მკურნალობა დასრულდა 0 შედეგით. მიხარია, რომ იმ პრეპარატით მკურნალობა, რომელიც დღეს საქართველოშია შემოსული, საუკეთესოა, რაც კი მსოფლიოში არსებობს,”- აცხადებს ირაკლი იმნაიშვილი.

ირაკლი ასევე იხსენებს 2019 წელს, როდესაც მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

„უკან სიბრძნის კბილთან მეგონა, რომ კანი მქონდა გაღიზიანებული. მე და ნათია ჩავფრინდით ვენაში, განცდა, მაქვს, რომ C ჰეპატიტი მორჩა და ცუდი აღარაფერი მოხდება ჩემს ცხოვრებაში. ექიმმა შემოწმების შემდეგ დარეკა და საოპერაციო დაჯავშნა. დაკიდა ყურმილი და თქვა, რომ ეს არის სიმსივნური წარმონაქმნი და ეს მანდ არ უნდა იყოსო. ვინაიდან ეს მანდ არის, უნდა ამოვკვეთოთო. ვხვდებოდი, რომ ეს სიზმარი არ იყო. მითხრეს, რომ შესაძლოა მეტყველების პრობლემა დაეტოვებინა. მე დავიწყე ფიქრი და პირველი ისევ დედაჩემი შემეცოდა. გავურბოდი კვლავ ამ ოპერაციას. ქირურგს მივწერე. მან 15 წუთში მომწერა, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ.

დილით მივედი და ჩატარდა ოპერაცია. მხოლოდ ის დამიტოვა ზოგჯერ, როცა ხანგრძლივი გადაცემა მიმყავს და სწრაფად არის აზრი ჩამოსაყალიბებელი, პირის აპარატი არ მომყვება და არის არაბუნებრივი პაუზები. ვნახე, ამაზე ქილიკი და დაცინვები იყო, მაგრამ ეს არის ერთადერთი და არაფერი საწუწუნო არ მაქვს“, – აცხადებს ირაკლი იმნაიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved