• რეკლამა
  • კონტაქტი
01:19, პარასკევი, 13 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბუნტი ნაცმოძრაობაში მელიას წინააღმდეგ – ვის ამზადებენ პარტიის თავმჯდომარედ და ვინ ჩახსნა ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურა?

ალია ავტორი - ალია
20:26 11-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
542

„ალია“ დიდი ხანია კულუარულ ინფორმაციებზე დაყრდნობით წერდა, რომ „ნაცმოძრაობაში“ ბუნტი იყო ნიკა მელიას წინააღმდეგ. ამ ინფორმაციას პარტიის ყველა წევრი, მათ შორის, ნიკა მელიაც უარყოფდა. ამბობდნენ, რომ ეს ჩვეულებრივი, შიდა პროცესები იყო და არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა და ამ ხმებს მათი ოპონენტები ავრცელებნენ. თუმცა, ჭირმა თავი ვერ დამალა და დღეს ეს დაპირისპირება ღიად გაცხადდა – პარტიის გარკვეულმა ნაწილმა მელიას გადაყენება და ახალი არჩევნები საჯაროდ მოითხოვა.

სანამ ყველა ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ელოდება, დაანონსდა ხაბეიშვილის ბრიფინგიც. როგორც თავად ამბობს, ხვალ განცხადებას გააკეთებს. ერთი ვერსიით, ის პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს. „ალია“ თვეების წინ წერდა, რომ ხაბეიშვილს ეს ძალიან უნდოდა, თუმცა, სააკაშვილმა მისი კანდიდატურა დაბლოკა. „ახლა თუ იმ ხმებსაც გავითვალისწინებთ, რომ ხაბეიშვილი კეზერაშვილის თამაშს თამაშობს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი კი მიშასი კი არა, მეორე ბანაკშია, რომ რა „უბედურებაც“ პარტიაშია, სწორედ კეზერას აგორებულიცაა, არ არის გამორიცხული კარტები სწორედ ასე გადანაწილდეს და „კეზერამ“ „ხაბე“ გაიყვანოს თავმჯდომარის პოსტზე“ – ამბობს წყარო. წესით, ხვალ ბევრი რამე გაირკვევა, იქამდე კი გთავაზობთ ძალიან საინტერესო სტატიას „ალიას„ არქივიდან:

ანი დვალიშვილი

ცოტა არ იყოს, უცნაურად ჟღერს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, მთავარი თემები სწორედ მის გარშემო ტრიალებს. როგორც ჩანს, არ აქვს მნიშვნელობა, მიშა ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაში, მთავარ პოლიტიკურ ამბებს ის ქმნის. ეს იმის მიუხედავად, რომ მან ამომრჩეველი არაერთხელ გადააგდო, ორჯერ გამოაცხადა ე.წ. სასიკვდილო შიმშილობა, არ შეასრულა დაპირებები… მას ჰყავს თავისი მრევლი და ფაქტია, რომ ეს ადამიანები ბოლომდე მისი ერთგულები არიან… ახლაც ასეა, მაგრამ სააკაშვილი აშკარად დასუსტებულია. შეგახსენებთ, რომ საავადმყოფოში მისი გადაყვანა საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მოხდა. უფრო კონკრეტულად, ვადის დასალიერს მყოფ კელი დეგნანს უყოჩაღია, მიშა საავადმყოფოში გადაიყვანეთო და შედეგსაც მიაღწია. სამაგიეროდ, იმავე დეგნანს „ოცნების“ ლიდერებმა უთხრეს, რომ საზღვარგარეთ მიშას გაშვება ნებისმიერ შემთხვევაში გამორიცხულია, თუმცა არავინ იცის, რა მოხდება ხვალ და რას შესთავაზებენ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ მმართველ გუნდს. ჰო, თავისუფლების სანაცვლოდ, რადგან საქართველოდან მიშას წასვლა მის თავისუფლებას ნიშნავს. ვისაც იმისი სჯერა, რომ სასჯელის გადავადების შემთხვევაშიც კი, სააკაშვილი დაბრუნდება და ისევ ციხეში ჩაჯდება, სააკაშვილი საერთოდ არ სცნობია.

სააკაშვილის ავადმყოფობის პარალელურად, სრული ქაოსია მის პარტიაში, გუნდის ლიდერების აბსოლუტურ უმრავლესობას ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ აღარ სურს და ამ პოსტზე ხატია დეკანოიძეს ამზადებენ. ისიც ითქვა, თავმჯდომარეობა ლევან ხაბეიშვილს სურდა, მაგრამ ეს სურვილი უშუალოდ მიშამ შარშანდელი თოვლივით გაუქროო. მელიაც კარგად ხვდება, რომ წყალი აქვს შემდგარი და ახალი ინიციატივა, ემიგრანტები დავთვალოთ და არჩევნები მათი ხმებით მოვიგოთო, სწორედ მისი წამოწყებულია და აქტიურად არის ამაში ჩართული. იმასაც ამბობენ, მელია, შესაძლოა, ამ მისიით საზღვარგარეთ გაუშვან, რათა მან მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ემიგრანტების მობილიზება შეძლოს, საბუთების მოგვარებაშიც საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით დაეხმაროს და არჩევნებისას შედეგი სწორედ საზღვრებს გარეთ დაიდოსო. უხეში დათვლით, საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ მყოფი ამომრჩევლების ოდენობა თითქმის იდენტურია და იმის გათვალისწინებით, რომ ნაციონალები მხარდამჭერების ოდენობას აქაც არ უჩივიან, საზღვარგარეთ ემიგრანტების მობილიზებით, ეგებ სასურველ შედეგსაც მიაღწიონ, თუმცა… მთავარი პრობლემა ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნებზე მისვლაა და სწორედ ამ პრობლემის მოგვარების გზები აქვს მოსაფიქრებელი ნაცმოს და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან დიდი თანხა დაჯდება.

 

ბუნტი ნაცმოძრაობაში მელიას წინააღმდეგ – ვის ამზადებენ პარტიის თავმჯდომარედ და ვინ ჩახსნა ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურა?

 

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

14:02 02-12-2026
ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
ახალი ამბები

ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი

12:19 02-12-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:58 02-12-2026
რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved