ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას მახლობლად, სატვირთო მანქანა იპოვეს, რომელშიც 18 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, გარდაცვლილები არალეგალი მიგრანტები არიან.
ბულგარეთის პოლიციის ინფორმაციით, სატვირთოში სულ 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც შეშის ქვეშ იმალებოდნენ.
ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრმა ასენ მეჯიდიევმა განაცხადა, რომ გადარჩენილთა უმეტესობა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.
არსებული ინფორმაციით, 14 ადამიანი ცოცხალი იპოვეს, თუმცა 8 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
მიგრანტების გადამყვანი ადამიანების ძებნა გრძელდება. სატვირთოს მძღოლმა გაქცევა მოახერხა.
კომენტარები