ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი თვითიზოლაციაში გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Sofia Globe ავრცელებს.
ბორისოვის თვითიზოლაციაში გადასვლის მიზეზი ქვეყნის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის, ნიკოლაი ნანკოვის ინფიცირება გახდა. ბორისოვმა ნანკოვის ინფიცირების შესახებ 23 ოქტომბერს გაიგო, რამდენიმე საათით ადრე კი თავად ჩაიტარა გეგმური ტესტირება და პასუხი უარყოფითი იყო.
ნანკოვისა და ბორისოვის ბოლო შეხვედრა 18 ოქტომბერს შედგა.
კომენტარები