ბუჩასთან რუსი დამპყრობლების მიერ ნაწამები მშვიდობიანი მოქალაქეების კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის ოლქის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მშვიდობიან მოქალაქეებს დიდი ხნის განმავლობაში აწამებდნენ, კიდურებზე ჭრილობები აღმოაჩნდათ. ბოლოს თითოეულ კაცს ყურში ესროლეს. ეს არის კიდევ ერთი მასობრივი საფლავი, რომელიც ოკუპანტებმა ბუჩანსკის ტერიტორიაზე გათხარეს. ეს არის მრავალტანჯული რეგიონი, სადაც ათასზე მეტი მოქალაქე მოკლეს და აწამეს“, – განაცხადა კიევის რეგიონის პოლიციის უფროსმა ანდრეი ნებიტოვმა.
მანვე დასძინა, რომ ნაწამებ ადამიანებს ხელები შეკრული და თვალები ახვეული ჰქონდათ.
უკრაინული მხარის განცხადებით, აგრესორები ცდილობდნენ დაემალათ ნაწამები ადამიანების კვალი და სწორედ ამიტომ დაკრძალეს ისინი მასობრივ საფლავში.
კომენტარები