დიდ ბრიტანეთში, ბენდრიქსის სანაპიროზე 4 წლის ბავშვმა დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინა, – ამის შესახებ BBC წერს.
ანაბეჭდი, რომელიც ლილი უაინდერმა იპოვა, 220 მილიონი წლისაა. ნაკვალევის სიგრძე 10 სანტიმეტრია და მეცნიერთა ვარაუდით, ის დაახლოებით 75 სანტიმეტრის სიმაღლის დინოზავრს ეკუთვნის.
„ლილიმ გამოსახულება სანაპიროზე სეირნობისას შენიშნა და მამას დაუძახა: „მამა, შეხედე“. როდესაც რიჩარდი (ბავშვის მამა) სახლში დაბრუნდა და ფოტო მაჩვენა, ვიფიქრე, რომ ის გასაოცარი იყო. ამის შემდეს, დავუკავშირდი ექსპერტებს“ – იხსენებს ბავშვის დედა.
უელსის ეროვნულ მუზეუმში აცხადებენ, რომ ნაკვალევი მეცნიერებს ძალიან დაეხმარება დინოზავრთა ფეხის აგებულების შესწავლაში, რადგან გამოსახულება ძალიან კარგადაა შემონახული.
კომენტარები