დიდი ბრიტანეთის პარლამენტის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ COVID-19 ვაქცინის განაწილების საკითხებში, ნადიმ ზაჰაუიმ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მთავრობა კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი პასპორტების შემოღებას არ გეგმავს.
”ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში ეს ნამდვილად არ იგეგმება”, – აღნიშნა მან.
ნადიმ ზაჰაუიმ განმარტა, რომ თუ რომელიმე ქვეყანა ვაქცინის დამადასტურებელ დოკუმენტს მოითხოვს, ბრიტანეთის მოქალაქეები მას პირადი ექიმისაგან მიიღებენ.
კომენტარები