ბრაზილიაში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს სულ მცირე, 36 ადამიანი ემსხვერპლა.
ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. სან-სებასტიაროს მერის ცნობით, ქალაქში მეწყრის გამო 50 სახლი ჩამოინგრა. სტიქიის გამო, სან-პაულოს შტატის 6 ქალაქში 180-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ადგილზე სამაშველო ოპერაციები გრძელდება.
კომენტარები