ბრაზილია რუსული ვაქცინის, „სპუტნიკ-V“-ს 10 მილიონ დოზაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ BBC იუწყება.
ვაქცინის მიწოდების კონტრაქტის გაუქმება იმით არის გამოწვეული, რომ რუსულმა მხარემ ბრაზილიას დათქმულ ვადებში ვაქცინის შესახებ აუცილებელი ინფორმაცია არ მიაწოდა. ამის გამო ბრაზილიის რეგულაციის სამსახურმა Anvisa-მ თავის დროზე რუსული ვაქცინის სერტიფიცირება არ მოახდინა.
როგორც ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრმა მარსელუ კეიროგამ განაცხადა, შესაძლოა, მომავალში ქვეყანამ რუსული „სპუტნიკი“ მაინც შეიძინოს, მაგრამ ამ ეტაპზე მოსახლეობის ვაქცინაცია სხვა ვაქცინით მოხდება.
კომენტარები