ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა და მისმა პარტნიორმა მათ საერთო შვილს ვილფრინ ლოური ნიკოლასი დაარქვეს.
ბიჭი ოთხშაბათს დაიბადა. ბავშვს შუათანა სახელი იმ ორი ექიმის პატივსაცემად დაარქვეს, რომლებმაც ბორის ჯონსონი კორონავირუსისგან გასულ თვეს განკურნეს. ამ ფაქტის შესახებ ბორის ჯონსონის შეყვარებულმა , კერი საიმონდსმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ვილფრინი ბორისის ბაბუის, ლოური ბაბუაჩემის, ნიკოლასი კი ექიმების, ნიკ პრაისისა და ნიკ ჰარტის, იმ ექიმების პატივსაცემად დავარქვით ბავშვს, რომლებმაც ბორისის სიცოცხლე გადაარჩინეს გასულ თვეს.ჩემი გული სავსეა, დიდი მადლობა მედიკოსთა სამშობიარო ჯგუფს, რომელმაც ასე კარგად მოგვიარეს. მე ვერ ვიქნებოდი ასეთი ბედნიერი. ჩემი გული სავსეა“ – განაცხადა კერი საიმონდსმა.
კომენტარები