დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მადლობა გადაუხადა კლინიკის პერსონალს, რომელშიც ის კორონავირუსისგან მკურნალობს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Sky News-ი ავრცელებს.
„ექიმებმა სამაგალითოდ იმუშავეს. მათ წინაშე სიცოცხლით ვარ დავალებული და სათანადოდ მადლობას ვერ გადავუხდი“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოში 5 აპრილს გადაიყვანეს. ასეთი ნაბიჯი სპეციალისტებმა სიფრთხილის გამო მიიღეს, რადგან ჯონსონს კორონავირუსის სიმპტომები 10 დღის განმავლობაში ჰქონდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რამდენიმე დღე მან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა.
კომენტარები