• რეკლამა
  • კონტაქტი
18:48, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბორის ჯონსონი: ჩვენ კოლექტიურად უნდა შევწყვიტოთ დამოკიდებულება რუსეთის გაზსა და ნავთობზე, რომელიც დიდი ხანია, პუტინს აძლევს საშუალებას, თავისი პოლიტიკა აწარმოოს

ალია ავტორი - ალია
16:41 02-24-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ჩვენ შევთანხმდებით მასშტაბურ პაკეტზე, ეკონომიკურ სანქციებზე, რომლებიც რუსეთის ეკონომიკას მძიმედ დაარტყამს, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა.

„უკრაინა გახლავთ ქვეყანა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო თავისუფალი, დემოკრატიული და უფლება გააჩნდა, საკუთარი ბედი აერჩია. ჩვენ და მსოფლიო არ მივცემთ საშუალებას, რომ უკრაინას ეს თავისუფლება წაერთვას . ჩვენ არ გავიხედავთ გვერდზე, რადგან ჩვენ ვაკვირდებოდით რუსეთის მხრიდან დაშინებას. ჩვენ, ბრიტანეთი ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელმაც თავდაცვითი იარაღი გაუგზავნა უკრაინას დასახმარებლად. სხვა მოკავშირეებმაც იგივე გააკეთეს. ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებშია მომავალ დღეებში. ჩვენ შევთანხმდებით მასშტაბურ პაკეტზე, ეკონომიკურ სანქციებზე, რომლებიც რუსეთის ეკონომიკას მძიმედ დაარტყამს. ამ მიზნით, ჩვენ კოლექტიურად უნდა შევწყვიტოთ დამოკიდებულება რუსეთის გაზსა და ნავთობზე, რომელიც დიდი ხანია, პუტინს აძლევს საშუალებას, თავისი პოლიტიკა აწარმოოს. დიპლომატიურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით, პუტინის ეს ბარბაროსული წამოწყება უნდა დასრულდეს წარუმატებლობით. მივმართავ რუსეთის ხალხსა და პრეზიდენტს, რომელმაც ძალადობის ასეთ ტალღას მისცა ბიძგი, მივმართავ რუსი ჯარისკაცების მშობლებს, უკრაინელებსაც მივმართავ ამ მომენტში, რომ ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, ვლოცულობთ თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის, ჩვენ თქვენს მხარეს ვართ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved