ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი:
„ჩემი მოკრძალებული აზრით, ბოლო ჟამის ქოცებმა მარაზმსა და არაადეკვატურობაში შორს გადაასწრეს არა მარტო ბოლო ჟამის ნაცებს და მოქკავშირს, არამედ, გავბედავ და ვიტყვი, კიტოვან-იოსელიანის სამხედრო საბჭოსა და კომუნისტურ რეჟიმსაც და ამის მთავარი მიზეზი არის შემდეგი:
აქამდე ყველა ხელისუფლება ცდილობდა არ წარმოჩენილიყო ჩამორჩენილად, ბნელად და გოიმად და პოლიტიკური ოპონენტი წარმოეჩინა ასეთად. რამდენად გამოსდიოდათ ეს, სხვა საკითხია, მაგრამ ყველა ამას ცდილობდა. ამ ხელისუფლებამ კი, რაც ჩამორჩენილობად, სიბნელედ და გოიმობად ითვლება, სწორედ ის გამოაცხადა ეროვნულობად, ხალხურობად და მშვიდობისთვის ბრძოლად და ამ პოზიციიდან ცდილობს ოპონენტების წარმოჩენას ამერიკის და ევროკავშირის ჯაშუშებად.
“არა, ასე რომ არ იყოს კიდევ ჰო, მაგრამ ასე რომ არის?”
კომენტარები