• რეკლამა
  • კონტაქტი
10:10, პარასკევი, 13 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე რეაბილიტაციას გავდიოდი“ – ნინუცა მაყაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:46 04-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
224

მსახიობი ნინუცა მაყაშვილი ამბობს, რომ იმ მომენტამდე, როცა მან ოჯახური ძალადობის შესახებ ხმამაღლა განაცხადა, რეაბილიტაცია სგადიოდა. 

მისივე თქმით, გარშემო უამრავი ქალია, რომელიც წლების მანძილზე ვერ ბედავს ხმის ამოღებას. მაყაშვილი ამბობს, რომ ძალადობა ნორმა არ არის და ყველა ქალს აქვს ბედნიერების უფლება. 

“ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გადამელახა. ყველა ის ქალი, ძალიან ბევრი ქალი, ვინც ახლა აღარ არის ძალადობის მსხვერპლი, თუმცა გამოვლილი აქვს ეს ყველაფერი, დღემდე ვერ ახერხებს ლაპარაკს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, 20-30-35 წელი იყოს გასული. ამ თემაზე ლაპარაკი არის ძალიან რთული, ეს თემა მთელი ცხოვრება გაქვს გულში და გჭამს. იმ დღემდე, სანამ მე ამ ყველაფერს ვიტყოდი, მიმდინარეობდა ჩემი რეაბილიტაცია.

ბევრი კომენტარი წავიკითხე, რომ ეს იყო ჩემი მხრიდან შურისძიება. მე რომ შურისძიება მდომოდა და 11 წელი ეს ბოროტება მეტარებინა, თავის დროზე მოვახერხებდი ამის გასაჩივრებას. ჩემი მიზანი არ იყო ეს, ჩემი მიზანი იყო ის, რომ იმ ქალების გულამდე, ვინც ახლა ფიქრობს, რომ მათთვის ის ცხოვრება არის ნორმა, რაშიც ახლა არიან, მინდოდა მეჩვენება, რომ ეს არ არის ნორმა, არის ნორმა ის, რომ შენ იქნები ბედნიერი, შენ იქნები წარმატებული, შენ იქნები კარგად, თუ უბრალოდ ოდნავ მაინც გაძლიერდები და შენ შენს თავში იპოვი პატარა ნაპერწკალს, რომელსაც გააღვივებ” – ამბობს მსახიობი. 

ცნობისთვის, გადაცემა ,,ფარულ კონვერტში” მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ მასზე ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა.

ბესო ზანგური ძალადობის ფაქტს უარყოფს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025

ბიზნესი

ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი – თიბისი
ახალი ამბები

ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი – თიბისი

15:16 06-12-2025
“თოში” — ყინულის მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“თოში” — ყინულის მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:35 06-12-2025
თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის ინსტიტუტში კონფერენცია – სოციალური დიზაინის დღეები 16-17 ივნისს გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის ინსტიტუტში კონფერენცია – სოციალური დიზაინის დღეები 16-17 ივნისს გაიმართება

13:40 06-12-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 5 დღე რჩება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 5 დღე რჩება

15:49 06-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved