• რეკლამა
  • კონტაქტი
13:01, ოთხშაბათი, 4 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბოლო წლებში, სულ მცირე, 15 მილიარდი იშოვა ივანიშვილმა საქართველოში და ესენი მის ქველმოქმედებას გვაყვედრიან?!“ – გიორგი გუგავა

ალია ავტორი - ალია
19:04 07-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
238

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა:

– მტრის ხატის გარეშე გაძლება უკვე აღარ შეუძლია „ქართულ ოცნებას“. საკუთარ მიზანმიმართულ ქმედებას, რომ ქვეყანა არ გამხდარიყო ევროკავშირის კანდიდატი, ხან ვის აბრალებენ და ხან – ვის. ან სალომე ზურაბიშვილი რა შუაშია? ორი შეხვედრა გამართა ბრიუსელში და მაგით ჩაშალა ეს საქმე? მერედა, ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტია და ხომ ხედავენ, ვისაც ბოლომდე შუბლის ძარღვი არ აქვს გაწყვეტილი, ყველა მათ უპირისპირდება, რადგან ამ ეტაპზე ქვეყანას განვითარების შანსი წაართვეს. არაფერს ფუთავენ და ამასაც შეგნებულად აკეთებენ. რუსეთ-უკრაინის ომმა გააშიშვლა ყველაფერი, ჩამოხადა ნიღაბი ამ ხელისუფლებას და აღარაფრის შეფუთვას აზრი აღარ აქვს. ყველა ხედავს, ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს, საქართველოს მართავს რუსეთის დასმული ბიძინა ივანიშვილი, პუტინის „ნამესტნიკი“. ივანიშვილისთვის მთავრია ხელისუფლებაში დარჩენა  და ამ გზით თავისი ფინანსებისა და ქონების შენარჩუნება. მთელი სახელმწიფო ინსტიტუცია წინ აიფარა საამისოდ. ვის ანაღვლებს გლეხი, რომელმაც ვერ დაამუშავა მიწა, რადგან 1 ლიტრი დიზელის საწვავი  ლამის 5 ლარი გახდა. ამ დროს თურმე მთავარი პრობლემა ის ყოფილა, რომ ბიძინა ივანიშვილს გაუბედა შვეიცარიულმა  ბანკმა „სვის კრედიტმა“ და ფულს არ აძლევდა. ვის ადარდებს ის ხალხი, რომლებიც უცხოეთში გარბიან მასობრივად ლუკმა-პურის საშოვნელად. დაიცალა ქვეყანა, სამუშაო ძალა აღარ დარჩა და ბიზნესი უცხო ქვეყნების მოქალაქეებით ცდილობს მათ ჩანაცვლებას. ესენი კიდევ ევროკავშირს და ამერიკას არიან დატაკებულნი, ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და გეშლებათო. ამას იმ ქვეყნებს ეუბნებიან, სადაც ოლიგარქის დეფინიცია და განმარტება შეიქმნა, სადაც იყვნენ ოლიგარქები და მოიშორეს. 3 მილიარდი დახარჯა ივანიშვილმა ქველმოქმედებაზეო დაის ფულიც, რომელიც გაუყინეს, თურმე ჩვენთვის უნდა მოეხმარა… ამოგვიყვანეს ყელში. რამდენი მილიარდი იშოვა, იმას რატომ არ ამბობენ? მარტო ბიტკოინებით იშოვნა რამდენიმე მილიარდი დოლარი.

– ამ საქმეში ჩახედულმა ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ ბოლო 5 წელიწადში  4 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინები და სხვა სახის კროპტოვალუტა იშოვა ივანიშვილმა ამ ბიზნესითო. რამდენად დამაჯერებელია?

– მე ვფიქრობ, მეტიც იშოვა. გახსოვთ, უკრაინელმა პარტნიორმა საერთაშორისო სასამართლოში რომ უჩივლა ივანიშვილს? ამ უკრაინელმა მოითხოვა, ამინაზღაუროს ჩემი წილი, წლიური მოგება, 1 მილიარდი დოლარი, რომელიც ჩვენს საერთო კომპანიას მოაქვსო. სულ ორი კაცი იყო ამ კომპანიის დამფუძნებელი, ივანიშვილი და ის უკრაინელი და თუ წლიური მოგებიდან უკრაინელის წილის ნახევარი 1 მილიარდი იყო, ივანიშვილის მოგებაც ხომ 1 მილიარდი გამოდის. თვითონ, ამ ბიზნესიდან მილიარდები რომ იშოვოს, 1 კილოვატ ელექტრო ენერგიაში 11 თეთრს იხდის, ჩვენ 25 თეთრს ვიხდით. საყდრისი რომ ააფეთქა და იქიდან უცხოეთში გასაყიდად ეზიდება ოქროსა და სპილენძის მადანს, იქიდან არ შოულობს ფულს? ოფიციალურად, 1 მილიარდი დოლარი რჩება მოგების სახით საყდრისიდან. ჭიათურიდან მარგანეცი რომ გააქვს, იქიდან  ყოველწლიურად ნახევარი მილიარდი მოგება მიდის მისი და მისი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ჯიბეში. ამას დაამატეთ რკინიგზიდან, საჰაერო გადაზიდვებიდან, ფოთის პორტიდან შემოსული უზარმაზარი თანხები. ეს ხომ ქვეყნის სიმდიდრეა? ეს სიმდიდრე ხალხს უნდა მოხმარებოდა. ბოლო წლებში, სულ მცირე, 15 მილიარდი მაინც იშოვა ივანიშვილმა საქართველოში და რაც საკუთარ კლანს აშოვნინა, ეს კიდევ ცალკე დასათვლელია. მართლა „საბიძინიე“ უნდა ერქვას ამ ქვეყანას, ჩვენ საქართველოს მოქალაქეობა არ უნდა გვქონდეს და პირდაპირ ივანიშვილის მონებად უნდა ვიყოთ გაფორმებულნი. ფეოდალური მმართველობაა საქართველოში 21-ე საუკუნეში, მეტი რაღა უბედურება გვინდა? საბოლოო ჯამში, ივანიშვილი დასანქცირდება, ქონებასაც დაკარგავს და ძალაუფლებასაც. ეს თამაში, რასაც ესენი თამაშობენ, საფრთხეს შეიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის. ჩვენი 30-წლიანი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი გარანტორი, ამერიკაა. რუსეთი მთლიანად გადაყლაპავდა საქართველოს, ამერიკის აქტიურობა რომ არ ყოფილიყო, 1921 წელი განმეორდებოდა. „ქართული ოცნება“, მისი კოლაბორაციონისტული პოლიტიკა წარმოადგენს მთავარ საფრთხეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და მომავლისათვის. რასაც ესენი აკეთებენ ქვეყნის ღალატია, სხვა არაფერი. ამერიკა და ევროპა ანგარიშს უწევენ ქართველ ხალხს, მის დასავლურ არჩევანს. ასეთი დაძაბული ურთიერთობა, ჩვენ რომ დღეს გვაქვს ევროპასთან და ამერიკასთან, ცივი ომის დროს არ ყოფილა საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის. ასე თუ გაგრძელდა, რუსეთის ლუკმა გავხდებით. ამისთვის „გვაჩუქა“ რუსეთმა ივანიშვილი თავის დროზე.

თეგები: გიორგი გუგავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის აქციით ულიმიტო კომბინაციები, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით ულიმიტო კომბინაციები, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები სპეციალურ ფასად!

12:37 02-04-2026
„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ახალი ამბები

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

16:50 02-03-2026
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

14:37 02-03-2026
თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

11:23 02-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved