• რეკლამა
  • კონტაქტი
04:46, შაბათი, 13 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მამუკა მდინარაძე, სუს-ი, ბიძინა ივანიშვილი არის დაინტერესებული, რომ მაქსიმალური ზეწოლა მოახდინოს „ძლიერ საქართველო-ლელოზე“ და მის წარმომადგენლებზე – ირაკლი კუპრაძე

ალია ავტორი - ალია
14:11 09-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
154

როცა მოსყიდვის მცდელობამ არ იმუშავა ასეფ ჩირაგოვის წინააღმდეგ, შემდეგ ჩაერთო ბევრად უფრო ძალადობრივი, ბევრად უფრო მძიმე წნეხი, ან შანტაჟის მცდელობა, – ამბობს ,,ძლიერი საქართველო ლელოსა” და ,,გახარია საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუორაძე.

„კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წინააღმდეგ ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებული ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი და მოსყიდვის მცდელობა ხორციელდება. ჩვენი წარმომადგენლები, მხარდამჭერები, მაჟორიტარობის კანდიდატები, მერობის კანდიდატები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან უმძიმესი წნეხის ქვეშ სუს-ის და რუსული რეჟიმის მხრიდან. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მამუკა მდინარაძე, სუს-ი, ბიძინა ივანიშვილი არის დაინტერესებული, რომ მაქსიმალური ზეწოლა მოახდინოს „ძლიერ საქართველო-ლელოზე“ და მის წარმომადგენლებზე, მის კანდიდატებზე მთელი საქართველოს მასშტაბით.
გუშინ, პროპაგანდისტულმა „ქართულმა ოცნებამ“, რომლის ძირითადი პოლიტიკური აქტივობა პროპაგანდაზე დგას, სიახლე გამოაქვეყნა, თითქოს, ბოლნისის მერობის კანდიდატმა ასეფ ჩირაგოვმა კანდიდატურა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა. ასეფ ჩირაგოვი წლების განმავლობაში იყო ჩვენი პარტიის, „ლელოს“ წევრი, ის წლების განმავლობაში ბოლნისიდან დადიოდა საპროტესტო აქციებზე, მათ შორის, ახერხებდა ადგილობრივი მოსახლეობის მუდმივ ჩამოყვანას, აქტიურობას, ჩართულობას საპროტესტო აქციებში. 4 დღის წინ, ასეფ ჩირაგოვი დაუკავშირდა ჩვენს პარტიულ ორგანიზაციას, შეხვდა და გზავნილი გადმოგვცა, რომ მასთან მისი უახლოესი ნათესავი, მოქმედი პოლიციელი იყო მისული, რომელმაც მას თანხის დასახელება შესთავაზა კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ. ასეფ ჩირაგოვის პასუხი უარყოფითი იყო, მისი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ იყო და სავარაუდოდ, რჩება კრიტიკული. მას „ქართული ოცნება“ რუსულ რეჟიმად მიაჩნია და გაგვაფრთხილა, რომ „ქართული ოცნება“ სხვა მუნიციპალიტეტებში აგრძელებს მოსყიდვის, მუქარისა და შანტაჟის მცდელობებს. 4 დღის შემდეგ, ასეფ ჩირაგოვმა მოხსნა კანდიდატურა. ცხადია, უნდა ვივარაუდოთ, როცა მოსყიდვის მცდელობამ არ იმუშავა ასეფ ჩირაგოვის წინააღმდეგ, შემდეგ ჩაერთო ბევრად უფრო ძალადობრივი, ბევრად უფრო მძიმე წნეხი, ან შანტაჟის მცდელობა ასეფ ჩირაგოვის წინააღმდეგ. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ამ ზეწოლამ იმუშავა, უნდა გვესმოდეს, რომ რეგიონებში განსაკუთრებულად ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში ზეწოლა, წნეხი, სუს-ის შანტაჟი ბევრად უფრო მძიმეა. ჩვენ ველოდებით კიდევ შანტაჟის, მუქარის გაგრძელებას ჩვენს წევრებზე, მაგრამ ასევე ცხადად ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას არც ერთი მიმართულებით მიუხედავად იმისა, რას მოიმოქმედებს მამუკა მდინარაძის სუს-ი, ბიძინა ივანიშვილის ანტიქართული რეჟიმი და კახა კალაძის ის კრიმინალური ბანდა, რომელიც თბილისის ქუჩებში დაძრწის და ცდილობს ჩვენს აქტივს ხელი შეუშალოს პოლიტიკურ კამპანიაში და საქმიანობაში. მადლობა მინდა გადავუხადო მთელი საქართველოს მასშტაბით თითოეულ რეგიონალურ აქტივისტს, კანდიდატს, მაჟორიტარს, მერობის კანდიდატს, რომელიც მტკიცედ დგას მიუხედავად იმისა, რომ მათ თავზე „ქართულმა ოცნებამ“ დაატრიალა ძალადობის, შანტაჟის, მუქარის, მოსყიდვის მძიმე მაჩვენებელი. ეს ბრძოლა გაგრძელდება და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ თითოეული იმ პირის იდენტიფიცირებას, ვინც ამ ზეწოლაში და შანტაჟში მონაწილეობს” – ამბობს ირაკლი კუპრაძე

(R)

თეგები: ირაკლი კუპრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

13:49 12-12-2025
გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები
ახალი ამბები

გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები

12:52 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved