დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 4 436 ადამიანმა გაიკეთა.
28 მაისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 130 037 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 21 058 ადამიანი.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1056 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1071 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კომენტარები