გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი და 15 ასიმპტომური შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის საკითხებში ჩინეთის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩინეთში 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა და კორონავირუსით სიკვდილიანობის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ინფიცირების ერთადერთი დადასტურებული შემთხვევა იმპორტირებული იყო, რომელიც შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რაიონში დაფიქსირდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 82 919 შეთხვევა დადასტურდა, 4 633 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 78 171 კი გამოჯანმრთელდა.
კომენტარები