• რეკლამა
  • კონტაქტი
10:20, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბოკუჩავა: 6 საათის განმავლობაში უკანონოდ დაკავებულებთან ადვოკატებს არ უშვებდნენ

ალია ავტორი - ალია
10:12 12-05-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
137

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას თქმით, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან, რომლებიც პოლიციამ დღეს დააკავა, ადვოკატებს არ უშვებდნენ. როგორც ბოკუჩავა განმარტავს, ამის მიზეზი “ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით სასურველი ჩვენებების მოპოვებაა”.

“”6 საათის განმავლობაში უკანონოდ დაკავებულების ადვოკატებს არ ეძლეოდათ საშუალება, რომ მოენახულებინათ ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში. ეს არის მორიგი უკანონობა, მაშინ, როდესაც მათი დაკავებაც უკანონობა იყო, ჩვენი ოფისის ჩხრეკაც უკანონობა იყო, რაც განხორციელდა სასამართლო განჩინების გარეშე, სადაც დასწრების საშუალება არ მიეცათ არც ადვოკატებს, არც მე, როგორც პარტიის თავმჯდომარეს და შესაბამისად, უფლებამოსილ პირს, რომელსაც მაძლევს კანონი ნებისმიერ ჩხრეკაზე დასწრებას. […]

ასეთ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან გვაქვს საქმე და ამ შემთხვევაში, ამ პროცესუალური ნორმის დარღვევასაც ჰქონდა ადგილი, სადაც ადვოკატებს არ მიეცათ საშუალება, რომ 6 საათის განმავლობაში შესულიყვნენ მათთან. რატომ? იმიტომ, რომ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელიც ასევე არის აქ წარმოდგენილი, პოლიციაში, განეხორციელებინა ზეწოლა ამ ადამიანებზე, რომ რამენაირად მოეპოვებინათ იმგვარი ჩვენებები, რომელიც შემდეგ რაიმე ფორმით გაამართლებს იმ ფალსიფიკაციას, რომელსაც პედალრებს ე.წ. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ თითქოსდა ადგილი ჰქონდა ძალადობის ორგანიზებას, თუ სახელმწიფო გადატრიალებას.

ამის ავთენტურობის არავის სჯერა, ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის ფალსიფიკაცია და სავარაუდოდ, სწორედ ჩვენს თანაგუნდელებზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით არ დაუშვეს მათთან ადვოკატების შესვლა, თუმცა, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არა მხოლოდ ეს 5 ახალგაზრდა, არამედ დანარჩენი ასეულობით სხვა, რომელთა უკანონო დაკავება ამ დღეებში ხდება, არც ერთ მომენტში, არც ერთ წამს არ გატყდება, პირიქით, ჩვენ უფრო გვაძლიერებს ასეთი უსამართლობა და უფრო გვაერთიანებს, როგორც საზოგადოებას და ვართ სრულიად ერთიანი, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა გარუსებას და დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი”, – თქვა ბოკუჩავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved