• რეკლამა
  • კონტაქტი
19:02, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბოღმა-ნაცპუტინისტები ვერ იტანენ, კრუნჩხვა ემართებათ, როცა ესმით თბილისი-მშვიდობის ქალაქიაო“ – რობერტ სტურუა

ალია ავტორი - ალია
14:48 12-04-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
797

„ომი და ნაცპუტინისტები! ო, როგორ სურს ჩრდილოეთის არმიას, ჯარისკაცებს და მამაკაცებს საქართველოში შემოჭრა?! ქალების გაუპატიურება, კაცებიც მიაჩვიესო, მოხუცების წამება, ქართველი ბავშვების სადისტური გატაცება და დაჩეხვა! უკრაინის ბუჩაზე უარესი სისხლიანი ჯოჯოხეთის მოწყობა სადმე პატარა ქალაქში“ – ამის შესახებ რეჟისორი, რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს.

„ომი და ნაცპუტინისტები! ო, როგორ სურს ჩრდილოეთის არმიას, ჯარისკაცებს და მამაკაცებს საქართველოში შემოჭრა?! ქალების გაუპატიურება, კაცებიც მიაჩვიესო, მოხუცების წამება, ქართველი ბავშვების სადისტური გატაცება და დაჩეხვა! უკრაინის ბუჩაზე უარესი სისხლიანი ჯოჯოხეთის მოწყობა სადმე პატარა ქალაქში, თუნდაც სამტრედიაში (არ გეწყინოთ, სამტრედიელი ვარ!) დაბომბვა დიდი ქალაქებისა, ელექტროსადგურების განადგურება, თუ საჭიროა, ენგურგესსაც ააფეთქებენ – და რა ეშველება დასავლეთ საქართველოს?! სვეტიცხოველს გაგინადგურებენ, მამადავითს გადაგვიწვავენ – აღა-მაჰმდ-ჰანი მოგენატრება! უცხოური მანქანებსაც გაგინადგურებენ, ხოლო საუკეთესოს ჩრდილოეთში დაქცეულ ოჯახებს ფოსტით გაუგზავნიან! ფულს, გადამალულ ოქრო-ვერცხლს, მოპარულ პატიოსან ქვებს აგაცლიან შვილების წამების შიშით! თანაც გაიძულებენ პურ-მარილი გაუშალო – о, как мы любим грузинское застолье ! და რაც მთავარია ხინკალი, თუ მასალა არ გაქვს, მამიდას მაინც დაგაკლევინებენ! …

ეს ჩვენი პუტინისტი ნაცები კი, ამაზე რომ ოცნებობენ, ამ დროს უცხოეთში ნაყიდ სახლებში გამოათრობენ თავის ლობისტებს! პროპო-განდონისტები – თუნდაც ინგა გრიგოლია – სამტრედიელი მარგარიტა სიმონიანი, დიდი ხანია რომ უცდის საქართველოს განადგურებას და მოხდენილ ჩრდილოეთის მაჩოებს, ტელესივრცეს უფრო ააყროლებს! ერთი კარგ საქმეს კი იზამენ – ვითომდა ძალზე ავადმყოფ არაქართველ პრეზიდენტს – რომ ჰგონია გაამეფებენ, ორი ბურთულით, რასაკვირველია, თუ შერჩა, ჩამოკიდებენ! ასე არ დაჰპირდა მისი რეზიდენტი?! ხოლო დედა კაბირიას, მოკლე კაბებს პარიზის მოდელისავით ყოველ დღე რომ იცვლის, ერთ ნაცნობ მდიდარ თურქს ჰარამჰანაში მზარეულად გადაუგზავნიან! და ამ დროს ეს ბოღმა-ნაცპუტინისტები ვერ იტანენ, კრუნჩხვა ემართებათ, როცა ესმით: „თბილისი – მშვიდობის ქალაქიაო!”

ვაშა გურულებს! მთავარი სადღეგრძელო მუდამ მშვიდობას უძღვნიან! მაგრამ ამ სულით ავადმყოფებს და ბუბნაობით რწყევამდე მისულ დაგირჩ-დაბოლილებს აღარაფერი არ ეშველება!!! ამ დროს კი just married ამერიკელი დეიდა ციგურებზე სრიალებს თავისი არც ისე ლამაზ, მაგრამ უგონოდ შეყვარებულ ქართველ ქალთან როკფელერ ცენტრის საშობაო ყინულზე, ნიუ-იორკში! და გიჟდება, რომ საქართველო მიანგრია! ვაშა ვაშაძეებს! ვაშა მელიებს, ტურიებს და კუებს! ნუთუ ახდება დიდი ანას სიტყვები: „სხვა საქართველო სად(ღ)აა..!”, – წერს რობერტ სტურუა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved