• რეკლამა
  • კონტაქტი
03:17, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“Black Sea Arena საბიუჯეტო წურბელაა, რომელსაც სისტემატური დაფინანსება სჭირდება”

ალია ავტორი - ალია
17:50 03-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
482

პრემიერ მინისტრი ქვეყანაში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას 2023 წლის მაისის ბოლოდან აანონსებდა. კონცერტები თბილისში, ბათუმსა და შეკვეთილში, “ბლექ სი არენაზე” უნდა გაიმართოს. 24 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე bm.ge-მ კულტურის მინისტრს შეახსენა ეს ფაქტი და დაინტერესდა, თუ რომელი ვარსკვლავების ჩამოყვანა იგეგმება წელს. ჩვენ შევახსენეთ მინისტრს შეხვედრა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე თვის წინ გაიმართა. კითხვაზე, ზაფხულისთვის კონცერტების ჩატარება დაიგეგმა თუ არა, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში და დაიწყო თუ არა ამაზე მუშაობა, მინისტრი პასუხობს, რომ რეგიონში არსებულ ვითარებას მსოფლიო დონის არტისტების ჩამოსვლაზე შესაძლოა გავლენა ჰქონდეს.

კულტურის მინისტრის მხრიდან დასახელებული მიზეზს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები აკრიტიკებენ. როგორც ჰელისკი ჯორჯიას დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი აცხადებს, სექტორი მიეჩვია მთავრობის მხრიდან კონკრეტული ანონსების გავრცელებას და შემდგომ მათ რადიკალურ ცვლილებებს.
მისი განმარტებით, დღეს აპელირება რეგიონში არსებული ვითარებით, როცა მთავრობა ამ დროის განმავლობაში მოსახლებას არწმუნებდა, რომ ეს რისკები ქვეყანაში არ არსებობდა, არასწორია. ასათაშვილის თქმით, თუ ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე ამ ვითარებას გავლენა არ ჰქონია, რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი დღეს როგორც მიზეზი, გაუგებარია.

“მთავრობის ნებისმიერი წევრის, იქნება ეს პრემიერ-მინისტრი თუ ნებისმიერი სხვა მინისტრი, სიტყვას ფასი არ აქვს. ეს დავინახეთ წლების განმავლობაში. პრემიერი გამოდის და ერთს იძახის და 2-3 თვეში რადიკალურად იცვლება მდგომარეობა, გამოდის მინისტრი და საპირისპიროს ამბობს. “ბლექ სი არენა” არის საბიუჯეტო წურბელა, რომელსაც სჭირდება სისტემატური დაფინანსება. სწორედ ამიტომ შეიქმნა უაზრო პროგრამები. გვახსოვს Check in Georgia და 1000 სისულელე კიდევ, რომელიც პირდაპირ “ბლექ სი არენას” მიაბეს, რომ ამ გუნდს შემოსავალი ჰქონოდა.

საუბარი იმაზე, რომ რეგიონში არსებული პრობლემების გამო ვიღაც არ ჩამოვა ქვეყანაში, ჯერ ერთი, რომ არასწორია გამომდინარე იმ მაგალითებისა რაც გვაქვს. შარშან ანალოგიური ღონისძიებები ჩაატარეს, წელს დიდი საერთაშორისო მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა ბაკურიანში და დავინახეთ, რომ არანაირი შეფერხება ამ კუთხით არ ყოფილა. ასე რომ არგუმენტირება იმით, რომ რეგიონში უსაფრთხოების პრობლემებია, არასწორია”, – ამბობს “ჰელისკი ჯორჯიას” დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი.

bm.ge მსოფლიო ვარსკვლავების შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით black sea arena-საც დაუკავშირდა, როგორც სახელმწიფო კომპანიის დირექტორი ტატო ხარჩილავა აცხადებს, უახლოეს დღეებში ამ მიმართულებით შესაბამისი ინფორმაცია ცნობილი გახდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved