• რეკლამა
  • კონტაქტი
01:13, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილი დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
12:17 10-20-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
93

ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილი დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ჩემგან, ერთ-ერთი რიგითი მოქალაქისგან წინამდებარე განცხადების გაკეთება შესაძლებელია, ვინმეს უადგილოდ ეჩვენოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ორი გრძნობა მამოძრავებს: პირველი ის, რომ ჩემთვის, როგორც ქართველისთვის უაღრესად მტკივნეულია ქართული მიწის თითოეული გოჯის ბედი. მეორე და უმთავრესი ისაა, რომ მე, როგორც პროფესიონალი ავიატორი და მფრინავი კარგად ვერკვევი რუკებში. მე, ვისაც მთელი 40 წელიწადი თვითმფრინავის შტურვალთან მაქვს გატარებული, ჩვენი პატარა, მაგრამ ულამაზესი ქვეყანა, როგორც გაშლილი რუკა, 10-12 ათასი მეტრის სიმაღლიდან იმდენჯერ მაქვს ნანახი, რომ მისი საზღვრის ყოველი ხაზი და კონტური, ყოველი მონაკვეთი მუდმივად თვალწინ მიდგას…

მე, ვისაც ათეულობით სპეციალური რეისი შემისრულებია ალმოდებულ აფხაზეთში და მრავალი დაჭრილი თანამემამულე ცეცხლის ხაზიდან გამომიყვანია – ალბათ, დამეჯერება, რომ ჩემთვის ყოველი გოჯი ქართული მიწისა უძვირფასესია. საქართველო პატარაა. ციდან იგი უფრო პატარა ჩანს, რის გამოც ბევრჯერ მიგრძნია გულისწყვეტა. თუმცა, ეს ის გულისწყვეტაა, რომელიც სამშობლოს გაყვარებს. წინაპართა სისხლით მორწყულ ქართულ მიწაზე საუბარი განსაკუთრებით მტკივნეული ხდება, როდესაც საქმე მათ დანატოვარ უდიდეს სიწმინდეებს ეხება.

ჩემზე უკეთესად ვინ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს საჰაერო ნავიგაციის gaiaმართვის სისტემა აზერბაიჯანის მხარეს გაცილებით უფრო დიდ ტერიტორიას აკონტროლებდა, ვიდრე მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის 2006 წელს მოლაპარაკებები შედგა. ამ უცნაურ ფაქტს, მე პირადად საჰაერო ნავიგაციის სისტემის თანამშრომელთა ნაკლებ პროფესიონალიზმს ვაბრალებდი. შემდეგ კი, როდესაც აზერბაიჯანული მხარე უშუალოდ დავით გარეჯის ტერიტორიას მოადგა, მივხვდი, რომ საქმე ქართული ტერიტორიების ხელყოფასთან გვქონდა. გასული საუკუნის 80-იან წლებში მე პატარა თვითმფრინავითაც დავფრინავდი გაცილებით დაბალ სიმაღლეებზე. ბევრი მაქვს ნაფრენი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც.

ამ ფრენების დროს მცირემასშტაბიანი რუკებითაც ვსარგებლობდი, სადაც ნათლად ჩანდა ჩვენი საზღვრები, რაც, რა თქმა უნდა, დავით გარეჯიდან დიდი მანძილით იყო დაშორებული და ამასთან დაკავშირებით შეკითხვები არავის უჩნდებოდა. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ საკითხის გამწვავება საარჩევნო პერიოდს დაემთხვა. სამშობლოს ყოველი სანტიმეტრი ნებისმიერ არჩევნებსა და პოლიტიკურ ვნებებზე ძვირფასია. მადლობა მინდა, გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც სერიოზულად გაისარჯნენ და მოიძიეს რუკები, რაც ასე მნიშვნელოვანია საკითხის სწორად გადაწყვეტაში. მადლობა მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც მთელი არსებით ჩართულია და ყოველდღიურად იბრძვის ამ უაღრესად საჭირბოროტო პრობლემის მოსაგვარებლად.

ამ საქმეში სპეკულაცია და პოლიტიკური ინსინუაციები ყოვლად უადგილოა. ყოველი ქართველი, საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია, მხარში ამოუდგეს ხელისუფლებას, რომელიც ერთადერთია, ვინც ყველაფერზე პასუხისმგებელია და, ამავე დროს, უფლებამოსილიცაა საზღვრების დადგენასა და საკითხის კომპეტენტურად გადაწყვეტაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved