ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი რა დაპირებითაც მოვიდა ხელისუფლებაში, არ შეასრულა.
“არ ვიცი ბიძინას ოცნებები საით მიდის, მაგრამ ფაქტია ზოოპარკით დაიწყო და მათზე დაკვირვებით, გადმოვიდა ადამიანებზე, ჩვენზე, თანამემამულეებზე, თანამოქალაქეებზე, იმის მაგივრად რომ ძალიქნ დიდი შანსი გამოეყენებინა და მართლაც ღირსეულად გადაგვედგა ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც გვქონდა გეგმაში. გუნდი რომელიც მოდიოდა, მისი პირობა, მისი გეზი იყო ევროატლანტიკური გზისგენ მიმართული, რა მივიღეთ? ყველაფერი თავდაყირა დადგა, დღეს ტურისტები სადღაც ბუჩქებში შეიძლება ნახონ, გარდაცვლილი, ფოთლებგადაფარებული”, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
კომენტარები