პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კოვიდ-19-მა საქართველოში 10 089 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
გარდაცვლილთა რაოდენობაზე სოციალურ ქსელში წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს:
“კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვმა ქვეყანაში 10 000-ს გადააჭარბა!
მხოლოდ ოქტომბერში 1 000-ზე მეტი მოქალაქე დავკარგეთ!
მიაწვდინეთ ამ ხალხს ხმა, რომ უკვე დიდი ხანია გვაქვს წამალი (ვაქცინა), რომელსაც ამ სიკვიდილის რისკის 90%-ით შემცირება შეუძლია!
ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს!” – წერს კულუმბეგოვი “ფეისბუქში”.
კომენტარები