პარტია ,,ხალხისთვის” დამფუძნებელი, ანა დოლიძე სამთავრობო არხებზე გამართულ დებატებს ეხმაურება:
,,პროპაგანდა ეთერში ეპატიჟება ოთხ “ოპოზიციურ” პარტიას მხოლოდ. პარტიებზე მაქვს საუბარი. უნდა დავსვათ კითხვა: რატომ ესენი? მისთვის სასარგებლო რომ არ იყოს, ხომ არ დაპატიჟებდა? თუ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა საჩუქარი გაუკეთოს ვიღაცას? გასაგებია ამ ეტაპზე ყველაფერი.
აქედან იაგოს-გირჩი და გახარია ნათელია. ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვებიან ხოლმე პროპაგანდის წესრიგს.
იყო ასევე ალიანსის “მოედანი” დაპატიჟებული. მივიდნენ და შემდეგ გაიაზრეს რომ ეს იყო შეცდომა, გამოეთიშნენ.
ვერანაირად ვერ გავამართლებ რეჟიმის მიერ მოწყობილ სცენარში, აქტივისტების ყოველდღიური დევნის და რეპრესიების ფონზე, კომფორტული პუფის როლის თამაშს და პროპაგანდისთვის ეთერის მოწყობის შესაძლებლობას.
ბარემ ხარებას დაუჯექით, ადამიანის უფლებებზე ლექცია წაგიკითხოთ და თქვენ შიგადაშიგ შპალერის ფერზე შეეკამათეთ.
ვინც იმდენად მიამიტია, რომ არ ესმის როგორ ეხმარება კობახიძეს სისხლიანი პროპაგანდისტული ტელევიზიის ეთერებში ჯდომით, მან ცოტა მეტი უნდა იმეცადინოს სანამ პოლიტიკაში მოსვლის სურვილს გამოთქვამს.
ნუ ითამაშებთ პუტინის საყვარელი ოპოზიციონერის გენადი ზიუგანოვის როლს.“














კომენტარები