ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პირველი მოქალაქეა, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, – ამის შესახებ Times Of Israel-ი წერს.
მან „ფაიზერის“ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.
„ესაა ერთი მცირე ინექცია და ძალიან დიდი ნახტომი ყველა ჩვენგანის ჯანმრთელობისთვის. ჩვენ ვტოვებთ კორონავირუსის სიბნელეს და იწყება მოგზაურობა დიდი სინათლისკენ“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ვაქცინა პრემიერ-მინისტრთან ერთად პირდაპირ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, იული ედელშტეინმაც გაიკეთა.
ისრაელმა Pfizer/BioNtech-ის მიერ წარმოებული ვაქცინის პირველი პარტია გასულ კვირას მიიღო.
კომენტარები