• რეკლამა
  • კონტაქტი
08:45, ხუთშაბათი, 23 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბატონო ბიძინა, ხომ ხვდებით, რომ დიდი ტყუილის თანამონაწილე გახდით!“

ალია ავტორი - ალია
23:18 05-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:

„ეს არის ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის 2016 წლის გამოსვლიდან.

“მანქანა ათასგვარ ცილისწამებას ავრცელებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და პირად ჩემს მიმართაც. ამის მიზეზი, მხოლოდ ის კი არ არის, რომ მნიშვნელოვანი წვლილი მიმიძღვის მათ დამარცხებაში, სააკაშვილის გუნდის გაღიზიანებას კიდევ უფრო მეტად იმიტომ ვიწვევ, რომ ძალაუფლების დაბრუნებისთვის ბრძოლაში მათთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოვადგენ, რაშიც ნამდვილად არ ცდებიან. აუცილებლად გამოვიყენებ მთელ ჩემს რესურსს, რათა დროის უკან შემობრუნება ვერ შეძლონ და ქვეყანა ისევ საკუთარი სადისტური ექსპერიმენტების ლაბორატორიად არ გადააქციონ.”–ბ. ივანიშვილი

ბატონმა ივანიშვილმა კარგად იცოდა ის, რაც რეალურად ხდება დღეს!

კერძოდ:

2016 წელის საპარლამენტო სიების ფორმირებისას ადგილი ჰქონდა სერიოზული ზეწოლას “ მეგობარი” დასავლეთის, კიდევ უფრო მეტად “ მეგობარი” აშშ- სგან გარკვეული პირების სიაში მოხვედრის პროცესზე და ყველაფერი ეს კონტროლდებოდა ამერიკის ელჩის მხრიდან. სწორედ მაშინ დაიკავეს პოლიტიკური თანამდებობები მდინარაძემ, ზარდიაშვილმა, ჩუგოშვილმა, კობახიძემ, ოხანაშვილმა და მათმა მსგავსმა ათობით უწარსულო, უსამშობლო, უნამუსო არსებებმა. სწორედ მაშინ მოხდა იმის დასაწყისი, რისი დასასრულიც ქვეყნის გადარჩენის ტოლფასია დღს!

დიახ, 2016 წელს ბიძინა ივანიშვილმა დანამდვილებით იცოდა, რომ ნაციონალების ხელისუფლებაში მობრუნება უაპელაციოდ იდგა დღის წესრიგში!

გარდაუვალობა აღსრულდა! დღეს საკანონმდებლო ხელისუფლება კოალიციურია და თუ ეროვნული, პატრიტული, ტრადიციებისათვის მებრძოლი, კონსერვატიული ძალების გართიანება არ მოხდა, აღმასრულებელ ხელისუფლებასაც გადაინაწილებენ ოცნების ლიბერასტ- ფსევდოდემოკრატები და ნაციონალური მოძრაობის სადისტები!

ივანიშვილმა ვერ შეძლო დროის მანქანის შეჩერება! სწორედ 2016 წელს ჩანერგილმა მანქურთებმა აჯობეს და აიძულეს დაეტოვებინა პოლიტიკური ასპარეზი. იმ პირობით, რომ სისხლიანი სააკაშვილის ეპოქაც დასრულდებოდა! ანუ, პრინციპმა- მე წავედი და ეს შავი ჭირიც გავიყოლეო, არ იმუშავა.

– ბატონო ბიძინა, ხომ ხვდებით, რომ დიდი ტყუილის თანამონაწილე გახდით! ხომ ხვდებით, რომ კობახიძე მდინარაძის “ რასკლადში” პაიკივით გაგწირეს! ხომ ხედავთ, რომ დღეს ისევ მიშას ავანტიურების გარშემო როკავენ თქვენი “ კარგი ბიჭები”?! ისევ მიშაზეა დამოკიდებული მათი შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, შარლ მიშელის “კაპიტულაციის აქტის” შესრულება, პოლიტიკური სტაბილურობის ილუზიის შექმნა!

გამოსავალი ბუნდოვანია და არც მე მაქვს სურვილი დავემსგავსო ტალეირანს მედროვეობაში. ამიტომ, პირდაპირ ვიტყვი, დროის უკან შემობრუნება და სადისტური ექსპერიმენტების ლაბორატორიად საქართველოს გადაქცევა რომ ვერ შესძლონ, უნდა გაერთიამდეს ტრადიციონალისტურ- კონსერვატიული ძალები და ისტორიაში არსებული ბრძოლის ყველა მეთოდის გამოყენებით დაასრულონ ის, რაც თქვენ დაიწყეთ და დაგვიტოვეთ! ძალიან ვწუხვარ, რომ გამოეთიშეთ ერის გადარჩენისთვის დაწყებულ უთანასწორო ბრძოლას!

ჩვენ, ვისთვისაც სამშობლო სიცოცხლეზე მეტია, ბრძოლას ვაგრძელებთ!

სხვა გზა, სხვა ხსნა არ გაგვაჩნია!“

თეგები: ხათუნა ხოფერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა

16:47 10-22-2025
კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება
ახალი ამბები

კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება

15:51 10-22-2025
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

11:59 10-22-2025
არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე

16:13 10-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved