საქართველოს სუპერთასის მფლობელი ბათუმის „დინამო“ გახდა. ფინალურ მატჩში ბათუმელები „საბურთალოს“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა.
მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, ამიტომ გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა, რომელიც „დინამომ“ ანგარიშით 7:6 მოიგო.
ბათუმის „დინამო“ მესამე კლუბია „ზესტაფონისა“ და „ამერის“ შემდეგ, რომელიც ამ ტიტულს მეორედ დაეუფლა.
კომენტარები