ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ განაცხადა.

თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი აგრძელებს უკრაინის ირგვლივ დაკვირვებას და რეგულარულად იღებს ინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოების გუნდისგან ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ.
„ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია თავდასხმა უკრაინაზე“, – აღნიშნა პსაკიმ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი მზად არის შეხვდეს რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს.
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
კომენტარები