საფრანგეთში შთამბეჭდავი წარმოდგენა გაიმართა – ბაგირზე მოსიარულე ნათან პაულინმა ეიფელის კოშკსა და მიმდებარე შენობას შორის გაბმულ თოკზე 600 მეტრი გაიარა, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც პაულინი ამბობს, ეს იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა, რადგან, მრავალი ადამიანისა და ხმაურის პირობებში, კონცენტრაცია რთულია.
თოკი მიწიდან 70 მეტრის სიმაღლეზე იყო გაბმული. პაულინი დამცავი მოწყობილობით იყო აღჭურვილი.
კომენტარები