• რეკლამა
  • კონტაქტი
20:32, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბადრი ჯაფარიძე – ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ცვლილებას მოიტანს “ლელო”

ალია ავტორი - ალია
13:08 10-29-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

“ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ცვლილებას მოიტანს ახალი ძალის და ახალი იმედის – „ლელოს“ მიერ ფორმირებული და „მარშალის გეგმით“ შეიარაღებული კოალიცია“-ამ სიტყვებით რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს  „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ მიმართა. 
რესპუბლიკის მოედანზე „ლელოს“ მიერ გამართულ წინასაარჩევნო აქციაზე ბადრი ჯაფარიძემ მოსახლეობას სამომავლო სტრატეგიები მიზნები და ამოცანები გააცნო. 

როგორც ჯაფარიძის თქმით, ზუსტად 30 წლის წინ, დღევანდელ დღეს, 1990 წლის 28 ოქტომბერს, პირველ მარვალპარტიულ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უარი თქვა კომუნისტური იმპერიის მონობაზე და ხმა მისცა დემოკრატიული ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობას. მაგრამ, მოხდა ისე, რომ მას შემდეგ მეტი ვანგრიეთ, ვიდრე ვაშენეთ. ეს რეალობა კი 31 ოქტომბერს უნდა შეიცვალოს. 

„სამწუხაროდ 30 წლის თავზე მეტად დავთითოკაცდით, ვიდრე შევკავშირდით; მეტად გავღარიბდით, ვიდრე წელში გავიმართეთ; დავცოტავდით და ვერ გავმრავლდით; დავსუსტდით და ვერ გავძლიერდით…  3 დღეში, 2020 წლის 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე გვეძლევა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვითნგრევის პროცესის შეწყვეტის, შესაძლოა, უკანასკნელი შანსი. არჩევნებზე უნდა დავასრულოთ 9 წლიანი ფუნდამენტისა და 8 წლიანი ზედნაშენისგან შემდგარი მმართველობის მახინჯი სისტემა, რასაც დღეს „ოცნების“ ხელისუფლება ჰქვია. ივანიშვილის წასვლა სააკაშვილის მოუსვლელად ჩვენი პოლიტიკური იმპერატივია – უნდა მოხდეს 9+8 წლიანი სისტემის შეცვლა და არა ინდივიდების მორიგი როტაცია ამ სისტემაში. ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ცვლილებას მოიტანს ახალი ძალის და ახალი იმედის – „ლელოს“ მიერ ფორმირებული და „მარშალის გეგმით“ შეიარაღებული კოალიცია. სახელისუფლებო კოალიციაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას შეძლებს ევროპული ორიენტაციის ყველა საპარლამენტო პარტია და პარლამენტის წევრი, მათ შორის, ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერებში ასიათასობით მოქალაქესავით იმედგაცრუებული და კანონთან პირნათელი პოლიტიკოსები,“ – განაცხადა ჯაფარიძემ. 

„ლელოს“ გენერალური მდივნის თქმით,  ეპოქალური მნიშვნელობის ეროვნულ საქმეს „ლელოს“ 250 000-ზე მეტი რეგისტრირებული, ორგანიზებული და ღია მხარდამჭერი გააკეთებს. 

„ ყოველი ჩვენგანი დარჩენილ დღეებში ლელოსთვის ხმის მიცემის გადაწყვეტილებაში დაარწმუნებს კიდევ ერთ მეგობარს, კიდევ ერთ ნათესავს, კიდევ ერთ მეზობელს და ჩვენ ყველანი ერთად, საქართველოს მოქალაქეთა ნახევარმილიონიანი არმია, 31 ოქტომბერს დავდებთ ლელოს საქართველოსთვის,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved