• რეკლამა
  • კონტაქტი
06:28, შაბათი, 27 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბადრი ჯაფარიძე – კორონავირუსთან დაკავშირებული ციფრები არასასურველია, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ უნდა მოვემზადოთ და ჩავატაროთ არჩევნები მშვიდად

ალია ავტორი - ალია
19:09 10-18-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

“ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ პარტიის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელსაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ჯაფარიძის თქმით, პარტიის თავმჯდომარე თავს კარგად გრძნობს და ვისთანაც მას შეხება ჰქონდა, გადავიდნენ თვითიზოლაციაში.


რაც შეეხება დარჩენილ ორ კვირას და წინასაარჩევნო პერიოდს, ჯაფარიძემ მოსახლეობას სიმშვიდისკენ და ყველა წესის დაცვით არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. 


“მხარდამჭერს, რომელთანაც მამუკას შეხება ჰქონდა, აღმოაჩნდა კორონა, მანაც დაზღვევის მიზნით გაიკეთა ტესტი. პასუხი  დადებითია და იმყოფება თვითიზოლაციაში, თუმცა თავს კარგად გრძნობს და შემართებითაა. სანამ განმეორებით ტესტზე უარყოფითი პასუხი არ იქნება, დარჩება თვითოზოლაციაში. ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც ბოლო დღეებში მამუკას ჰქონდა შეხება, ჩაუტარდება ტესტირება, ცენტრალურ ოფისში ვატარებთ დეზინფექციას. პირადად მე ბოლო ერთი თვეა, ვარ საბურთალოს ოფისში. შესაბამისად, მასთან კონტაქტი არ მქონია და არ ვარ იზოლაციაში. რაც შეეხება დღის წესრიგს, ის არ შეცვლილა და ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას, გვექნება შეხვედრები და კომუნიკაცია ამომრჩეველთან, რა თქმა უნდა ყველა წესის მკაცრი დაცვით. მოვუწოდებ ყველას, გავითვალისწინოთ მედიკოსების რჩევა, რომ პანდემიამ უკონტროლო განვითარების სახე არ მიიღოს. პანიკის საფუძველი არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ – ციფრები საკმაოდ მაღალია. მშვიდად უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის და მივიღოთ მონაწილეობა, რომ ქვეყანაში ცვლილებები დაიწყოს არჩევნების მეორე დღიდანვე. მთავარია, მოსახლეობა არ მოიცვას შიშმა, რასაც მიზანდასახულად ავრცელებს ხელისუფლება. ფაქტია, “ქართული ოცნება” ვერ მართავს სიტუაციას და როგორც კი ჩვენ გადავიბარებთ ხელისუფლებას, შევძლებთ როგორც ქვეყნის, ასევე კოვიდის მართვას,” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved