• რეკლამა
  • კონტაქტი
06:39, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბადრი ჯაფარიძე – ეს არის არჩევნები ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილებისა და მომავლისათვის. “ლელომ” ადგილობრივებს ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა

ალია ავტორი - ალია
18:19 10-22-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

დღეს “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ  და პარტიის სხვა ლიდერებმა ქობულეთის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა ცივაძე წარადგინეს. წარდგენის პარალელურად გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. პარტიის ლიდერებმა და ადგილობრივებმა რეგიონის პრობლემებსა და მისი მოგვარების ეფექტურ გზებზე ისაუბრეს.

ქობულეთში ადგილობრივებს სიტყვით “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ “ლელოს” მთავარი მიზანი გაჩერებული ქვეყნის ამოქმედებაა. 

“ჩვენ უნდა დავძრათ ეკონომიკურად გაჩერებული ქვეყანა, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ვარდნა და დავიწყოთ ნამდვილი სახელმწიფოს მშენებლობა. ის დრო  რომელიც არაკომპეტენტურმა პოლიტიკოსებმა დაგვაკარგინეს, უნდა ავანაზღაუროთ დაუზოგავი და თავდადებული შრომით. არცერთი წამი დასაკარგი არ გვაქვს, ამიტომ არჩევნებში უკლებლივ ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ეს არ არის რიგითი არჩევნები, ეს არის არჩევნები ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილებისა და მომავლისათვის,” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

ადგილობრივებს სიტყვით მიმართა ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პაატა ცივაძემ. როგორც მან დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, “ლელო” არის ერთადერთი რეალური ალტერნატივა, რომელიც ქვეყანაში ორპოლუსიანობას დაასრულებს. 

“ჩემთვის პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს კომფორტის ზონას, ეს ნიშნავს გაათმაგებულ მუშაობას და პასუხისმგებლობას თითოეული ჩემი თანამოქალაქის წინაშე. ამ ქალაქს სჭირდება ადამიანი, ვინც ხმამაღლა ჩართავს ქობულეთის საპარლამენტო მიკროფონს, რომელიც წლების განმავლობაში იყო გამორთული. რადგან არავის ჰქონდა გამბედაობა, ჩვენი ქალაქის პრობლემები ხმამაღლა ეთქვა. ჩვენს ქალაქს უამრავი პრობლემა აქვს, რომელიც არც ერთ დღეში შექმნილა
და არც ერთ დღეში მოგვარდება, მაგრამ “ლელოს ახალი მარშალის გეგმით” დავიწყებთ ეტაპობრივ რეკონსტრუქციას და 4 წლის განმავლობაში არამარტო კონკრეტულ რეგიონს, არამედ მთელ ქვეყანას შევცვლით უკეთესობისკენ,”- განაცხადა ცივაძემ. 

“დღეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ყველანი საერთო მიზნისთვის გავერთიანდით, ეს არის ჩვენი მომავლის დაბრუნება” – ამის შესახებ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. 

“ჩვენი მიზანია, რწმენა დავუბრუნოთ იმ მოსახლეობას, რომლებსაც 30 წლიანმა
პოლიტიკურმა ჭაობმა ყველანაირი იმედი დაუკარგა. ყოველდღიურად ვხვდებით მოსახლეობას და ვხედავთ იმედგაცრუებულ სახეებს, თუმცა მათ სჯერათ ახალი პოლიტიკური ძალის, ახალგაზრდობის და 56 ნომრის. დღეს ჩვენი გუნდი წარმოდგენილია ისეთი ადამიანებით, რომლებიც თავიანთ სახელს წლების განმავლობაში აშენებდნენ და ჩვენ მზად ვართ ხალხთან ერთად გამარჯვებისთვის.” – განაცხადა კუპრაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved