• რეკლამა
  • კონტაქტი
18:36, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბაჩო ახალაიას ბრალი წარედგინა

ალია ავტორი - ალია
22:23 12-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
247

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მუხლი 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მტკიცებით, ახალაიამ, ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, დააორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის და სხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებებს. კერძოდ, მათი მხრიდან ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებების გაკეთების და სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის პროცესს.

“პროკურატურა დაკავებული ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”- ნათქვამია განცხადებაში.

ბაჩო ახალაიას ადვოკატმა გია გოროზიამ სუს-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა, რომ გამომძიებელმა საქმის დეტალების გახმაურების აკრძალვაზე ხელმოწერა სთხოვა, რაზეც უფლებადამცველმა უარი თქვა. მისი თქმით, დოკუმენტზე ხელმოწერით მას ახალაიას დაცვის უფლება ეზღუდებოდა.

გოროზიას თქმით, ბაჩო ახალაია მიიჩნევს, რომ ბრალი აბსურდულია და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

“მე როგორც ადვოკატს ხელწერილი ჩამოერთვა გამომძიებლისგან გახმაურების აკრძალვაზე. გრიფი არ დაედო, მაგრამ საქმის მასალების გახმაურების აკრძალვაზე ხელი მომაწერინეს. ამაზე მე შევიტანე შენიშვნა, რომ მეზღუდება დაცვის უფლება და არ დავეთანხმე ბრალდების ამ ხელწერილს. საქმის მასალების გახმაურებაზე აკრძალვის ხელწერილზე მომთხოვეს ხელის მოწერა. მე არ მოვაწერე ხელი, ვინაიდან ამით მეზღუდებოდა დაცვის უფლება… ბრალის დადგენილებას ვიცნობ, ბრალში წერია ის, რომ მას ედავება ბრალდება, რომ ის მეგობრობს და იცნობს პაატა ბურჭულაძეს და მურთაზ ზოდელავას. ეკრძალება მათთან მეგობრობა. ამას არ აღიარებს ბაჩო, რომ მეგობრობა არ არის დანაშაული. ბრალის ფორმულირებაში მე რაიმეკონკრეტული მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს კონკრეტული პირის ბრალეულობას, მსგავსი ინფორმაცია არ მოიპოვება. ბაჩოს პოზიცია გახლავთის, რომ ბრალდება არის ძალაინ აბსურდული, შესაბამისად წარდგენილ ბრალდებას ის არ ეთანხმება”- თქვა ადვოკატმა.

თეგები: ბაჩო ახალაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved