• რეკლამა
  • კონტაქტი
00:44, ხუთშაბათი, 24 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია INDIGO საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

ალია ავტორი - ალია
12:05 07-23-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
99

2 აგვისტოდან, აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია INDIGO თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ პირდაპირ რეგულარულ რეისებს მუმბაიდან შეასრულებს. მუმბაი იქნება ინდოეთის მეორე ქალაქი, რომელიც დელის შემდეგ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო გზით იქნება დაკავშირებული. ჯამურად, ინდოეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 10 სიხშირით შესრულდება. აქამდე ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს დელი-თბილისი-დელის მიმართულებით ყოველდღიურად ასრულებდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თამარ იოსელიანის განცხადებით, მუმბაის მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ტურისტულ, ბიზნესს და კულტურულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

,,2 აგვისტოდან, ინდოეთის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo იწყებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს მუმბაიდან თბილისის მიმართულებით, კვირაში 3 სიხშირით. დელის შემდეგ, ეს მეორე პირდაპირი საჰაერო კავშირია ინდოეთთან. მუმბაი ინდოეთის უმსხვილესი ეკონომიკური და კულტურული ცენტრია, ხოლო ამ მიმართულების ამოქმედება ცალსახად გააძლიერებს ტურისტულ, ბიზნეს და კულტურულ ურთიერთობებს. გადაწყვეტილება ნათლად ასახავს საქართველოს მიმართ ინდოეთის მზარდ ეკონომიკურ და ტურისტულ ინტერესს. შედეგად, საქართველო-ინდოეთს შორის კვირაში უკვე 10 პირდაპირი ფრენა განხორციელდება,-‘’განაცხადა თამარ იოსელიანმა.

2025 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით ინდოეთიდან საქართველოში პირდაპირი სააჰერო გზით 56,241 მგზავრი ჩამოვიდა. 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 123% მატება დაფიქსირდა.

აზიის ერთ-ერთი უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ 2024 წელს 112 მილიონი მგზავრი გადაიყვანა. ავიაკომპანია მსოფლიოს 600-ზე მეტი მიმართულებით დღეში საშუალოდ 1900-მდე ფრენას ასრულებს. INDIGO ამ ეტაპზე, 400-მდე ავიახომალდს ფლობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

EUROMONEY-ს მორიგი აღიარება – თიბისიმ საქართველოში საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

EUROMONEY-ს მორიგი აღიარება – თიბისიმ საქართველოში საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო

13:48 07-23-2025
შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი თიბისი კონცეპთან ერთად
ახალი ამბები

შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი თიბისი კონცეპთან ერთად

15:01 07-22-2025
გაატარე ზაფხული შენებურად –  ახალი თიბისი ბარათი მომხმარებლებს საზღვარგარეთ მოგზაურობის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს
ახალი ამბები

გაატარე ზაფხული შენებურად – ახალი თიბისი ბარათი მომხმარებლებს საზღვარგარეთ მოგზაურობის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს

18:15 07-21-2025
თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები

12:53 07-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved