• რეკლამა
  • კონტაქტი
22:21, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ავიაკომპანიები ფრენებს ამცირებენ/აუქმებენ – დეტალები

ალია ავტორი - ალია
17:15 11-05-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ავიაკომპანიების ნაწილმა საქართველოს მიმართულებით ფრენების შემცირების ან გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. დიდი ალბათობით, მიზეზი ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესებაა, რადგან ბოლო რამდენიმე კვირაა COVID-19-ის სტატისტიკა მნიშვნელოვნად მზარდია. აღნიშნული გამო, ოქტომბრის ბოლოსკენ ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ზოგადადაა ნათქვამი, რომ „მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ ყოველდღიურად ძალაში შედის ახალი სასაზღვრო შეზღუდვები ან დამატებითი სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით“.

Wizz Air-ის გადაწყვეტილება

ირკვევა, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ი, დროებით, 19 დეკემბრამდე აუქმებს უკვე განახლებულ ფრენებს რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით, ასევე ავიაკომპანიამ 18 დეკემბრამდე გადადო ოპერირების განახლება დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით და 2021 წლის 12 იანვრამდე ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსის მიმართულებით. რეგულარული რეისების გაუქმების მიზეზი ლატვიის, გერმანიისა და ლიეტუვას მიერ ადგილზე ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვები სახელდება.

Georgian Airways-ის გადაწყვეტილება

ცვლილებებია ავიაკომპანია Georgian Airways-ის ფრენის განრიგში. ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია თბილისი-ბერლინი-თბილისის და თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებებზე ოპერირებას გააგრძელებს მხოლოდ ერთი სიხშირით. შესაბამისად, თბილისი-ბერლინი-თბილისის საჰაერო ხაზზე უქმდება 6, 13, 20 და 27 ნოემბრის რეგულარული რეისები, ხოლო თბილისი-ვენა-თბილისის საჰაერო ხაზზე – 5, 12, 19 და 26 ნოემბრის ფრენები.

AirBaltic-ის გადაწყვეტილება

ეპიდვითარების გამო დაწესებული შეზღუდვებია იმის მიზეზიც, რომ ამ ეტაპზე 28 ნოემბრამდე დანიშნული რეგულარული რეისები გააუქმა AirBaltic-მა, თუმცა როგორც ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, ავიაკომპანია შეასრულებს სარეპატრიაციო ფრენებს საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაყვანის მიზნით.

როგორც avianews.ge წერს, საქართველოში airBaltic-ის წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ ავიაკომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო და თბილისის მიმართულებით ფრენებს 10 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე აჩერებს.

რაც შეეხება 1 დეკემბრის შემდეგ ოპერირების სქემას, ეს იმ დროისთვის არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ავიაკომპანიამ რიგა-თბილისი-რიგას მიმართულებაზე რეგულარული რეისები მიმდინარე კვირაშიც გააუქმა და 3 რეგულარული რეისის ნაცვლად 2 სპეცრეისის განხორციელება გადაწყვიტა, საიდანაც ერთი 3 ნოემბერს განხორციელდა, ხოლო მეორე 5 ნოემბერს შესრულდება.

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved