ავღანეთში უცნობმა ააფეთქა ავტობუსი, რომლითაც სტუდენტები და მათი პედაგოგები გადაადგილდებოდნენ. ინფორმაციას Tolo News ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაშავდა 13 ადამიანი. დაიღუპა 4. დაჭრილების მდგომარეობა მძიმეა.
ამ დროისათვის მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
კომენტარები