ამ დილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთში, სოფელ ჩიბათის ცენტრში, რომლის შედეგედაც ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
“ახალგაზრდა ბიჭია გარდაცვლილი, რომელიც საჭესთან იჯდა. მანქანა “აბგონზე” გავიდა, მერე, როგორც ჩანს, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ ჯებირს შეეჯახა, მერე კი გადავარდა. საშინელება მოხდა, ახალგაზრდა ბიჭია გარდაცვლილი, 20-21 წლის. მეორე ახალგაზრდა მრავლობითი დაზიანებებით “მედალფაში” გადაიყვანეს, ორივე მეზობელ სოფელ ჭალიდანაა. ღმერთო, გამძლეობა მიეცი დაღუპულის ოჯახს”, – ამბობენ ავარიის თვითმხილველები.
წყარო: გურიანიუსი
კომენტარები