რუსთავში ერთმანეთს 5 ავტომობილი დაეჯახა, ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით მეგობრობის გამზირზე, ავარიის დროს 2 სამგზავრო მიკროავტობუსი და 3 მსუბუქი ავტომობილი დაზიანდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
კომენტარები