• რეკლამა
  • კონტაქტი
16:15, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აუდიტის სამსახურმა 112-ის სატელეფონო გადასახადის აღრიცხვაში ხარვეზები აღმოაჩინა

ალია ავტორი - ალია
10:14 02-05-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

საქართველოში მობილური ტელეფონის ყველა აბონენტს, რომელსაც თვეში 5 ლარზე მეტი გადახდა უფიქსირდება, თვეში 40 თეთრი ავტომატურად, შსს-ს დაქვემდებარებაში არსებული 112-ის გადასახადის სახით ეჭრება. აუდიტის სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ თავად 112-ს ამ გადასახადის ადმინისტრირებაში ხარვეზები აქვს. აუდიტის სამსახური წერს, რომ თავად 112-ის პოზიციით, უწყებას აქვს მისაღები თანხა ოპერატორებისგან, რაც 2.15 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა ამ თანხის დავალიანების დადასტურებისთვის უწყებას კომუნიკაციების კომისიისთვის არ მიუმართავს.

“მოქმედი კანონმდებლობით, „112-ის“ მომსახურების საფასურის გადამხდელები არიან სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები, რომლებისგან თანხების ამოღება ხორციელდება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი პირების მეშვეობით (შემდგომში − ოპერატორი). ამოღებული თანხები ოპერატორების მიერ ყოველთვიურად ირიცხება „112“-ის ანგარიშზე. შემოსავლების მიღებისა და აღრიცხვის პროცესი ხასიათდება სხვადასხვა ნაკლოვანებით, კერძოდ:

მომსახურების საფასურის გაანგარიშება ხდება ოპერატორი ქსელების საბილინგო სისტემაში, რომელზეც ორგანიზაციას წვდომის და შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმების უფლება არ აქვს. მომსახურების საფასურის გაანგარიშების მაკონტროლებელი ორგანოა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომლისთვისაც 2020 წელს „112“-ს საბილინგე სისტემის შემოწმების მიზნით არ მიუმართავს.

მომსახურების საფასურის დარიცხვის შედეგად წარმოშობილი დებიტორული დავალიანებიდან ექვსი ოპერატორის მიმართ რიცხული მოთხოვნის ნაშთი შეადგენს 2,155,866 ლარს, საიდანაც 1,518,958 ლარის დავალიანებაზე ორ ოპერატორთან (ვიონი და სილქნეტი) წლის ბოლოს შედარების აქტი არ გაფორმებულა. აუდიტის მიმდინარეობისას, ნაშთის დასტურის მიზნით მათ გაეგზავნათ შესაბამისი წერილები, თუმცა პასუხი არ მიგვიღია და ვერც ალტერნატიული პროცედურებით დავრწმუნდით აღნიშნული მოთხოვნების სიზუსტეში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „112“-ის მომსახურების საფასურის ფორმირების სისტემა სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს შემოსავლებისა და მოთხოვნების სისწორესა და სიზუსტეს,”- წერს აუდიტის სამსახური.

აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა ისიც, რომ 112-ს როგორც დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე სსიპ-ს აქვს ვალდებულება რომ საკუთარი შემოსავლების 10% მიმართოს სახელმწიფო ბიუჯეტში, თუმცა ორგანიზაციას ეს არ გაუკეთებია, რის გამოც, მას ბიუჯეტის წინაშე 2.6 მილიონი ლარის დავალიანება აქვს.

“112-ს 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საგადასახადო აღრიცხვის ბარათზე ერიცხება 2,602,215 ლარის (მათ შორის, საურავი შეადგენს 507,752 ლარს) საგადასახადო დავალიანება, რაც გამოწვეულია მათი დაფარვისთვის საკმარისი ფინანსური რესურსების არარსებობით. 2020 წელს „112“-მა ფინანსთა სამინისტროს მიმართა დავალიანების ჩამოწერის მიზნით, თუმცა თანხები არ შემცირებულა.

„112“ ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტია, შესაბამისად, ორგანიზაციის უწყვეტი ფუნქციონირების მიზნით, მნიშვნელოვანია ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით ზემოაღნიშნული საკითხის გადაწყვეტა.

საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა ყოველი კვარტლის ბოლოს კანონმდებლობით ნებადართული საკუთარი შემოსავლების 10% უნდა მიმართონ სახელმწიფო ბიუჯეტში. საგულისხმოა, რომ აღნიშნული გადასახდელების დაფარვის მიზნით, 2020 წელს „112“-ს 3,000,000 ლარის მიმდინარე გრანტი მიღებული აქვს სსიპ – შსს მომსახურების სააგენტოსგან,”- წერს აუდიტის სამსახური.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved