• რეკლამა
  • კონტაქტი
03:17, ორშაბათი, 15 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აცრა გავიკეთე გუშინ და იცით რა მოხდა? – რას წერს ქალი, რომელიც “ფაიზერით” აიცრა

ალია ავტორი - ალია
11:39 08-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი მაია რამიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„აცნობეთ მსოფლიოს რომ ,, ფაიზერი “ მხოლოდ კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინა არ ყოფილა! აცრა გავიკეთე გუშინ და იცით რა მოხდა? მარჯვენა თვალში მხედველობა არ მქონდა და აცრიდან მეორე დღეს გამოსახულებას ვხედავ! როგორც ჩანს იმუნურ სისტემაზე ,,ფაიზერი “ სერიოზულ ,,წესრიგს “ ამყარებს. მე არ ვარ ექიმი, მე მხოლოდ იმას გიყვებით რაც მოხდა! ჩემი დიაგნოზი- ,,გაფანტული სკლეროზია“! აცრის წინ ვესაუბრე ჩემთვის ყველაზე საოცარ და კომპეტენტურ ადამიანებს : ( პროფესორ მარინა ჯანელიძეს Marina Janelidze , რომელიც წლებია ჩემს დიაგნოზს მართავს ! ალერგოლოგ-იმუნოლოგ -ბიძინა კულუმბეგოვს Bidzina Kulumbegov და ნევროლოგ -ნათია ოკუჯავას Natela Okujava) შემდეგ კი, მშვიდად წავედი სამედიცინო უნივერსიტეტის შენობაში დაჯავშვილ ვიზიტზე ! არავითარი უკუჩვენება არ მქონია აცრის შემდეგ. ამ ამბავსაც მათთვის ვყვები ვისაც აცრის ეშინია, თორემ ჩემს ექიმებს უკვე ვაცნობე ამბავი და ასეთი შემთხვევები კვლევის საგანი გახდება … კლინიკაში რაც მოხდა, ესეც ცალკე თემაა .. ვიდრე ავიცრიდი გასაუბრებაზე მიმიღო ახალგაზრდა , საოცარმა ექიმმა -ნინო ხურციძემ! ნინოზე ახლობელი გუშინ არავინ იყო ჩემთვის! სრულიად უცხო ადამიანი ვიჯექი მის წინ და გამაოცა ამ ახალგაზრდა გოგოს დამოკიდებულებამ .. დეტალურად შეისწავლა ჩემი ჯანმრთელობა. განიხილა ჩემი დაავადება . დეტალურად ამიხსნა რა ხდება როცა ორგანიზმში ვაქცინა შედის .. ჩემთან ერთად იცინა, იტირა კიდეც (გამოიცნო შავი სამოსი ) .. მერე შესვენება აიღო რამდენიმე წუთი და გამომყვა აცრაზეც .. ცრემლი რომ შემამჩნია მკითხა :
-მაია , გინდა გადავიფიქროთ რამდენიმე წუთით და გავისეირნოთ? ან სხვა დროისთვის დაგარეგისტრიროთ?
-არა, ნინო . სიკვდილის არ მეშინია, იქ ხომ შვილი მელოდება! -ვუთხარი, გავუღიმე და ავიცერი! თვალი არ მოუშორებია ის 5 წუთი! სპეციალურად მომაყოლა რაღაც ამბავი! არც მერე დავუტოვებივარ. დარბაზში ასჯერ გამომხედა 45 წუთის მანძილზე .. წყალი მომიტანა .. გამიღიმა, გამომაცილა! არსად არ ხდება ასე! დამშვიდობებისას ტელეფონის ნომერი ვთხოვე .. გამზადებული ფურცელი მომაწოდა ( თუ რამე კითხვა გაგიჩნდეს, დამირეკეო )! იმ დონეზე განიხილა ჩემი დიაგნოზი -გამაკვირვა! ასეთი ადამიანები არიან გმირები! ფოტო არ გამოვიდა .. ( სათვალით არის ნინო და პაციენტს ესაუბრება ) მინდა რომ იცნობდეთ ამ საოცარ გოგოს! ნინო ხურციძე. მადლობა დიდი ადამიანობისთვის ! მადლობა თეთრი ხალათისთვის .. ნინო ორსულადაა .კოვიდგადატანილი. ბედნიერი დედობა ნინოს! ბედნიერი შემთხვევები ყველას ვინც აიცერით, ვინც უნდა აიცრათ და ვისაც ჯერ კიდევ გეშინიათ”,- წერს მაია რამიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved