• რეკლამა
  • კონტაქტი
14:54, ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ათასობით ჩინელი ტურისტულ ადგილებს მიაწყდა – ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ ქვეყანას ინფიცირების ახალი ტალღა გადაუვლის

ალია ავტორი - ალია
21:51 04-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

გა­სულ შა­ბათ-კვი­რას ჩი­ნე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში ტუ­რის­ტულ ად­გი­ლებს ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მი­ა­წყდა, მი­უ­ხე­და­ვად ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­ცხა­დე­ბი­სა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხე ქვე­ყა­ნა­ში ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ CNN წერს.

გა­მო­ცე­მა გა­სულ შა­ბათს, 4 აპ­რილს ხუ­ან­შა­ნის პარკში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­საც აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ჩანს, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია ერ­თმა­ნე­თის გვერ­დიგ­ვერდ შეკ­რე­ბი­ლი, რო­გორც ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, ბევ­რი მათ­გა­ნი პირ­ბა­დეს ატა­რებს, ზოგი კი პირ­ბა­დის გა­რე­შეა. ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო შე­მო­ღე­ბუ­ლი მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შემ­დეგ, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ერ­თად გარე სივ­რცე­ში შე­იკ­რი­ბა.

ამავდრო­უ­ლად, რო­გორც CNN წერს, შან­ხა­ი­ში გა­იხ­სნა ბევ­რი რეს­ტო­რა­ნი და მა­ღა­ზია და ასეთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­საც ბევ­რი სტუ­მა­რი ჰყავ­და.

მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი იყო დე­და­ქა­ლაქ პე­კინ­შიც, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სკვე­რებ­სა და ბა­ღებ­ში გა­მო­ვიდ­ნენ და ქუ­ჩებ­ში სე­ირ­ნობ­დნენ.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ ნა­თე­ლია ჩი­ნე­ლე­ბი ძველ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­დნენ, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხემ ჩა­ი­ა­რა. მა­შინ როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თან­და­თან შე­ზღუდ­ვებს ამ­ცი­რებს, ჩი­ნე­ლი მე­დი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს, შე­საძ­ლოა, სა­ხი­ფა­თო იყოს და ქვე­ყა­ნას ინ­ფი­ცი­რე­ბის ახალ­მა ტალ­ღამ გა­და­უ­ა­როს.

ფოტო პეკინში, 6 აპრილსაა გადაღებული

“ჩი­ნე­თი ინ­ფი­ცი­რე­ბის და­სას­რულ­თან ახ­ლოს არ არის, ის ახალ ეტაპ­ზე გა­და­დის“, – ამ­ბობს CNN-თან სა­უბ­რი­სას ჩი­ნე­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი ჩენგ ჯუნ­გი

ოთხ თვე­ზე მეტი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და, სა­ი­და­ნაც შემ­დეგ მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­და. მან ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა.

ჩი­ნეთ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში შიდა გა­და­ცე­მის ფაქ­ტე­ბი აღარ ფიქ­სირ­დე­ბა.

ვირუ­სის პი­კის ეტაპ­ზე ჩი­ნეთს ყო­ველ დღე ათა­სო­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ემა­ტე­ბო­და, თუმ­ცა ბოლო კვი­რებ­ში ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად შემ­ცირ­და. გა­სულ დღე-ღა­მე­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 39 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, მაგ­რამ ყვე­ლა მათ­გა­ნი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი იყო. ჩი­ნეთ­ში ამ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სის 82 641 შემ­თხვე­ვაა აღ­რი­ცხუ­ლი, სა­ი­და­ნაც 3 335 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

ambebi.ge

თეგები: კორონავირუსიჩინეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას
ახალი ამბები

სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას

11:58 03-25-2026
თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved