TV25-ის ინფორმაციით, მამამთილმა რძალი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მკვლელობა აჭარაში, შუადღისას ქვედა სალიბაურში მოხდა.
40 წლამდე ასაკის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.
შსს-ს ინფორმაციით, ის უკვე დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.














კომენტარები